რუსეთთან ფრენების აღდგენაზე კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში "ნატო"-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ განაცხადა გააკეთა.
როგორც მან საქართველოში ჟურნალისტებთან თქვა, რეაქციები, რომლებიც პარლამენტის ზოგიერთი წევრისგან, მთავრობის წევრისგან ნახეს ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, მათთვის შემაშფოთებელია. კოლომინას განცხადებით, პარტნიორებს ესმით, რომ ეს მოსკოვის ცალმხრივი გადაწყვეტილებაა, მაგრამ ახლა ყველა მხარს უკრაინას უნდა უჭერდეს.
"ვამბობდით და მეც ბევრჯერ მითქვამს, რაც ეს თანამდებობა დავიკავე რამდენიმე წლის წინ, რომ არის რეფორმები, რომლებიც ქვეყანამ უნდა განახორციელოს და ძლიერი შეშფოთება არსებობს რეფორმების განხორციელების დონესთან, რიტმთან და ხანდახან შინაარსთან დაკავშირებით, როგორც ეს “უცხოური აგენტების” კანონი იყო…
ფრენების განახლების შესახებ, მოსკოვის ცალმხრივი გადაწყვეტილების შემდეგ, ზოგიერთი რეაქცია, რომელსაც ვკითხულობდით და ვხედავდით, ასევე ჩვენთვის შეშფოთების საგანია. ეს "მესიჯი" თქვენ ხელისუფლებას გადავეცი, რომ გვესმის, ეს მოსკოვის ცალმხრივი გადაწყვეტილებაა, მაგრამ გვჯერა, რომ ახლა ყველანი უკრაინას უნდა ვუჭერდეთ მხარს რამდენადაც შეგვიძლია, რომ კრიტიკული მომენტია და გვჯერა, რომ ასეთმა რეაქციებმა შესაძლოა ჩრდილი მოფინოს რუსეთის მიერ სანქციებისთვის გვერდის ავლას.
ასე რომ, ძალიან მკაფიონი უნდა ვიყოთ, ყველანი უკრაინის გვერდით უნდა ვიყოთ, ამას ველით საქართველოსგან და ყველა სხვა პარტნიორისგან და რეაქციები, რომლებსაც ვკითხულობდით, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია ჩვენთვის, და ეს შეშფოთება თქვენ ხელისუფლებას გადავეცით…
მოსკოვისგან ასეთი გადაწყვეტილება არ მოგვწონს, მაგრამ ეს ცალმხრივი გადაწყვეტილება იყო. შეშფოთება უფრო რეაქციებს ეხება, რომლებიც თქვენი პარლამენტის ზოგიერთი წევრისგან, მთავრობის წევრისგან ვნახეთ, ვინაიდან, კრიტიკული მომენტია, რომ უკრაინის მხარდაჭერა გავაგრძელოთ, რაც პრიორიტეტია ყველა ჩვენგანისთვის და პრიორიტეტი უნდა იყოს ყველა ჩვენი პარტნიორისთვისაც, მაგრამ, ასევე იმიტომ, რომ გარკვეულ სივრცეს ქმნის რუსეთის მიერ სანქციებისთვის პოტენციური გვერდის ავლისთვის. თქვენ ხელისუფლებას ველაპარაკებოდით იმ სამუშაოზე, რომელსაც აკეთებენ სანქციების გვერდის ავლის არდასაშვებად, კარგ სამუშაოს ასრულებენ ბევრ ასპექტში, მაგრამ რეაქციები, რომლებიც ვნახეთ, როგორც მინიმუმ ჩრდილს ქმნის იმ პოტენციალისთვის, რომ რუსეთი რაღაც სივრცეს იპოვის აქ, რათა სანქციებს გვერდი აუაროს.
საკმაოდ მკაფიონი ვიყავით, რომ ეს არ უნდა მოხდეს და თქვენ ხელისუფლებას მოვუწოდეთ, რომ შესაბამისი ზომები მიიღოს, რათა ეს არ დაუშვას”, - განაცხადა კოლომინამ.