მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ფრუტ ლოჯისტიკა“ ხილ-ბოსტნეულის გადამმუშავებელ საწარმოს შექმნაში $1 მილიონს დებს

61a25cecd17df
სალომე ჭიპაშვილი
27.11.21 22:22
2343
„ფრუტ ლოჯისტიკა“ იანვრიდან ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელ საწარმოს აამოქმედებს. როგორც bm.ge-სთან კომპანიის დამფუძნებელმა განაცხადა, საწარმო უკვე 2022 წლის იანვრიდან სატესტო რეჟიმში ამოქმედდება და წუნდებულ პროდუქციას გადაამუშავებს.

„ფრუტ ლოჯიატიკის“ ამოქმედების დღიდან მივხვდით, რომ პროდუქტების დახარისებისას ძალიან ბევრი წუნდებული პროდუქტი გვრჩება, რომლის გაყიდვაც რთულია და ხშირ შემთხვევაში ამ პროდუქტის ან უკან ფერმერებისთვის დაბრუნება, ან განადგურება გვიწევს. აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ, ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოს შექმნა. წარმოების მშენებლობა დაწყებულია, უკვე დანადგარების დამონტაჟების პროცესში ვართ და იანვარში საწარმო სატესტო რეჟიმში ამუშავდება“- აცხადებს „ფრუტ ლოჯისტიკის“ დამფუძნებელი ნინო კაპანაძე.

კომპანიამ ახალ გადამმუშავებელ საწარმოში მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა.

„ფრუტ ლოჯისტიკა“ საქართველოში პირველი ლოჯისტიკური კომპანიაა, რომელიც 400-500 სახეობის ქართველი ფერმერების წარმოებულ ხილ-ბოსტნეულს ამუშავებს და პროდუქციის რეალიზაციის სრულ ჯაჭვს უზრუნველყოფს. კომპანია 2020 წელს დაფუძნდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები