გაწმენდითი სამუშაოების შედეგად შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ8-კმ72 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზაზე შეზღუდვა გუშინ გვიან ღამით დაწესდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, უხვი ნალექის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის 27-ე კმ-ზე ადიდდა ხევები, რამაც ღვარცოფული გამონატანები გამოიწვია.