მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

FT: მდიდარი რუსები ლონდონში არსებულ უძრავ ქონებას დუბაიში ცვლიან

626e4fddba09d
მარიამ ადამია
01.05.22 14:33
1240
Financial Times-ის ინფორმაციით, მდიდარი რუსები, რომლებიც ლონდონის ელიტურ უბნებში, ძვირადღირებულ უძრავ ქონებას ფლობენ, ახლა ცდილობენ, დუბაიში მოკრძალებულ საცხოვრებელში გაცვალონ. რუსების ასეთი დაჟინებული მოთხოვნა, ფინანსური შეზღუდვების თავიდან არიდებას ემსახურება.

მათი მიზანია, თავიდან აიცილონ საბანკო ოპერაციები და მასთან დაკავშირებული რეგულაციები. გარიგების მიმზიდველობის გასაზრდელად კი, ლონდონში, მდიდრული საცხოვრებლის მფლობელები, დაინტერესებულ პირებს კარგ ფასდაკლებებსაც სთავაზობენ, ხოლო ემირატებში, რეალტორები უკვე რამდენიმე კვირაა, ალტერნატიულ ვარიანტებს განიხილავენ და მათ შორისაა როგორც 34 მილიონი ფუნტის ღირებულების სასახლე ლონდონში, ასევე 8 მლნ ფუნტის ღირებულების ბინა. თუმცა, დუბაიში უკვე ეჭვი ეპარებათ ასეთი ტრანზაქციების სანდოობაში და ხშირ შემთხვევაში რისკებს თავს არიდებენ. ადგილიბრივი რეალტორები თქმით, შესაძლოა გარიგებამ არ იმუშაოს, რადგან ლონდონში რუსებს ბევრი დოკუმენტის წარდგენა მოეთხოვებათ, თუმცა ეს გვიჩვენებს, თუ რაზე არიან რუსები სანქციების ასარიდებლად წამსვლელები.

ცნობისთვის, დუბაი მდიდარი რუსებისთვის ერთ-ერთი მთავარი და მიმზიდველი მიმართულება მას შემდეგ გახდა, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო და დასავლეთის ქვეყნებმა საპასუხოდ მკაცრი სანქციები დააწესეს. არაბთა საამიროებმა ნეიტრალური პოზიცია დაიკავა და რუსეთის მიმართ შეზღუდვები არ დააწესა. გარდა ამისა, მარტში Bloomberg-მა დაწერა, რომ დუბაიში სახლს, მილიარდერი რომან აბრამოვიჩიც ეძებდა, თუმცა მაშინ ბიზნესმენის წარმომადგენელმა Forbes-ს ინფორმაცია არ დაუდასტურა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები