მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

G7 ფასის ლიმიტის დაწესებისთვის ემზადება - რუსული ნავთობის ფასი მკვეთრად ეცემა

637c72995290b
გიორგი თოლორდავა
22.11.22 11:04
714
"დიდი შვიდეულის" წევრი სახელმწიფოები რუსულ ნავთობზე ფასის ლიმიტის დაწესებისთვის ემზადებიან. სავარაუდოდ, G7-ის საბოლოო გადაწყვეტილება მიმდინარე კვირას გახდება ცნობილი.

ლიმიტის ამოქმედების შემდეგ, ბარელ რუსულ ნავთობზე მაქსიმალური ფასი 60-65 დოლარის ფარგლებში განისაზღვრება, აღნიშნული ზღვრის მოცულობა კი პერიოდულად დაკორექტირდება საერთაშორისო ბირჟის ტენდენციების პარალელურად.

შედარებისთვის, ბარელი Brent-ის ფასი ბირჟაზე ამჟამად 87 დოლარს შეადგენს, WTI Crude-ის ფასი კი 80 დოლარის ფარგლებშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ლიმიტის ამოქმედების შემდეგ, რუსეთს საკუთარი ნავთობის გაყიდვა Brent-თან შედარებით 22-27 დოლარით უფრო იაფად მოუწევს.

ოფიციალური კრემლის განცხადებით, დასავლეთის ინიციატივა წინააღმდეგობაშია საბაზრო პრინციპებთან, რის გამოც რუსეთის ფედერაცია თანამშრომლობას შეწყვეტს ყველა იმ კომპანიასა და აქტორთან, რომელიც ფასების ლიმიტს აამოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსკოვი დასავლეთისთვის ნავთობის მიწოდების სრულად შეწყვეტას გეგმავს.

ზემოხსენებული ფაქტორების გათვალისწინებით, გასულ 24 საათში რუსული ნავთობის ბენჩმარკის - Urals-ის ღირებულება 7.3%-ით, 65 დოლარამდე შემცირდა, ერთწლიან ჭრილში კი რუსული ნავთობი საერთაშორისო ბირჟაზე თითქმის 19%-ითაა გაიაფებული.

ცნობისთვის, მსოფლიოში განვითარებული მოვლენების ფონზე, რუსეთი საქართველოსათვის უმსხვილესი ნავთობმიმწოდებელი გახდა, ვრცლად საქართველო-რუსეთის სავაჭრო კავშირის შესახებ წაიკითხეთ აქ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები