მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

G7 რუსეთს აფრთხილებს, უკრაინაში ქიმიური ან ბირთვული იარაღი არ გამოიყენოს

623d62065d439
მარიამ ვარადაშვილი
25.03.22 10:40
552
“დიდი შვიდეულის” წევრი ქვეყნები რუსეთს აფრთხილებენ უკრაინასთან ომში ქიმიური ან ბირთვული იარაღი არ გამოიყენოს. ამის შესახებ ბრიუსელში გამართული შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში წერია.

ამას გარდა, წევრმა ქვეყნებმა მზადყოფნა გამოთქვეს უკრაინიდან ლტოლვილების მიღებაზე, რომელთა რიცხვმა, ბოლო მონაცემებით, 3.5 მლნ ადამიანს გადააჭარბა.

რაც შეეხება ენერგეტიკას, “დიდი შვიდეულის” ლიდერებმა ნავთობისა და გაზის მწარმოებელ ქვეყნებს პასუხისმგებლიანი ქმედებებისკენ მოუწოდეს და განაცხადეს, რომ საერთაშორისო ბაზრებზე მიწოდება უნდა გაზარდონ და ამ პროცესში OPEC-ის როლზე გაამახვილეს ყურადღება.

“დიდი შვიდეული” შემდეგ ქვეყნებს აერთიანებს: კანადა; საფრანგეთი; გერმანია; იტალია; იაპონია; დიდი ბრიტანეთი და აშშ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები