მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაცნობის აპლიკაცია Grindr-ის CEO-დ ქართველი ჯორჯ არისონი დაინიშნა

6321c989ed8f2
BM.GE
14.09.22 16:27
2529
LGBTQ საზოგადოებისთვის შექმნილი ონლაინ გაცნობისა და სოციალური მედიის აპლიკაცია Grindr-ის აღმასრულებელ დირექტორად ქართველი ჯორჯ არისონი დაინიშნა. SPAC-თან (Special Purpose Acquisition Company) მაისში დაანონსებული $2.1-მილიარდიანი გარიგებით, Grindr-ი, შემოდგომის ბოლოს, საჯარო კომპანიად გახდომასაც გეგმავს.

„Grindr-ი დაუჯერებელი ბიზნესია და მიხარია, რომ მათ ამ მოგზაურობის შემდგომი ნაწილის ნავიგაციაში დავეხმარები“, – განაცხადა Grindr-ის ახალმა აღმასრულებელმა დირექტორმა. ცნობისთვის, არისონი საბჭოს წევრის თანამდებობას მაისის შემდგომ იკავებს, ახალ პოზიციამდე კი აშშ-ში დაფუძნებული, მეორადი მანქანების გაყიდვების ონლაინპლატფორმის CEO გახლდათ, რომლის დამფუძნებელიც თვითონვეა. ის ასევე მუშაობდა Google-ში სხვადასხვა თანამდებობაზე.

არისონის განცხადებით, Grindr-ის მისია, დააკავშიროს LGBTQ საზოგადოების წევრები ერთმანეთთან და სამყაროსთან, წარმატების ძლიერი მამოძრავებელი ძალაა, რაც სამომავლო განვითარების წინაპირობასაც იძლევა. აღსანიშნავია, რომ 2009 წელს, მისი გამოშვების დღიდან, პლატფორმას მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, ყოველთვიურად 11 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. კომპანიის შემოსავალმა 2021 წელს $147 მილიონი შეადგინა.

Grindr-ის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეფ ბონფორტმა, თანამდებობაზე არისონის დანიშვნას „შესანიშნავი არჩევანი“ უწოდა. ბონფორტის განცხადებით, პლატფორმას ლიდერი გრძელვადიანად სჭირდება, რომელსაც ერთდროულად ღრმა პროფესიული და ცხოვრებისეული გამოცდილებაც აქვს, რაც LGBTQ+ საზოგადოების წინაშე არსებული გამოწვევების სრულყოფილად გაგებაში დაეხმარება. ჯორჯი კი სწორედ ასეთი კანდიდატია.

Grindr-ი წარსულში კრიტიკის ობიექტი არაერთხელ გახდა. მომხმარებლები უკმაყოფილებას შეურაცხმყოფელი შეტყობინებების, უსაფრთხოების საკითხების, ყალბი ანგარიშების არსებობისა და რასიზმის შემთხვევების გამო გამოთქვამდნენ. თუმცა, როგორც თავის საზოგადოებრივ ინსტრუქციებში Grindr-ი აცხადებს, პლატფორმა მოწოდებულია, შექმნას უსაფრთხო და ავთენტური გარემო, სადაც პრიორიტეტი ურთიერთპატივისცემასა და მრავალფეროვნებას მიენიჭება.

Forbes.ge

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები