მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გადამუშავებულია 40 ათასამდე ტონა ყურძენი - ღვინის ეროვნული სააგენტო

სოფლის მეურნეობის სამინისტრო
BM. GE
11.09.23 11:58
8

რთველი 2023 წლის ფარგლებში, 11 სექტემბრის მდგომარეობით, გადამუშავებულია 40 ათასამდე ტონა ყურძენი. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, გადამუშავებული ყურძნიდან 23 ათას ტონამდე რქაწითელი, 15 ათას ტონამდე საფერავი, 1,5 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. მათივე ინფორმაციით, მოსავალი საწარმოებს 4 500-მა მევენახემ ჩააბარა.

"შეუფერხებლად მიმდინარეობს სექტემბერში სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მოსული სეტყვის შედეგად დაზიანებული ყურძნის ჩაბარება. სახელმწიფო ღვინის საწარმოს შპს "მოსავლის მართვის კომპანიის"  მიერ გადამუშავებულია 6,4 ათასამდე ტონა დაზიანებული ყურძენი. მევენახეები შპს "მოსავლის მართვის კომპანიას"  დაზიანებულ ყურძენს 90 თეთრად აბარებენ. 

რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 300 ღვინის კომპანია, რომლებიც რთველის პროცესში ეტაპობრივად ჩაერთვებიან. ყურძნის გადამუშავების პროცესში ყოველდღიურად 60-მდე ღვინის საწარმოა ჩართული, რთველის დაწყებიდან დღემდე კი ჯამურად ყურძენი 115 საწარმომ გადაამუშავა", - ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები