მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“გადავადდეს სესხები პროცენტის დანამატის გარეშე” - ტურისტული სექტორის მიმართვა თურნავას

5f8722dd4c41c
ანუკა ჯოხაძე
14.10.20 20:20
1016
ტურიზმის სექტორის წარმომადგენლების მოთხოვნები, როგორც კერძო სექტორი ამბობს, ეკონომიკის მინისტრისთვის უკვე ცნობილია. ტურისტული კომპანია „იბერია ტურს პლიუსის“ დამფუძნებელი მაია მურაჩაშვილი ამბობს, რომ იმისთვის რომ ტურისტული სექტორი, რომელმაც ამ დროის განმავლობაში შემოსავლების მიღება ვერ შეძლო, გადარჩეს, აუცილებელია მთავრობის მხრიდან მორიგი ნაბიჯების გადადგმა, რადგან ის საშეღავათო პერიოდი, რაც არაერთი მიმართულებით ამოქმედდა, რიგ შემთხვევებში უკვე ამოიწურა. მისი განმარტებით, იმისათვის რომ კომპანიებმა სიცოცხლისუნარიანობა შეინარჩუნონ, მნიშვნელოვანია რიგი ღონისძიებების გატარება.

“ვითხოვთ დაუბეგრავი მინიმუმის გაზრდას, საგადასახადო ვალდებულებების გადადებას მინიმუმ 1 წლით და საოპერაციო ხარჯების სუბსიდირებას, იმიტომ რომ 8-თვიან აბსოლუტურად განულებულ შემოსავალზე, ტურისტული კომპანია ვერ გადარჩება. საოპერაციო ხარჯები მასაც სჭირდება, ძალიან ბევრმა ოფისები დაცალა. ოფისების გარეშე, ნულოვანი შემოსავლით ვერანაირად ვერ აღდგება ტურისტული კომპანია. ასევე სასტუმროებს, სასტუმრო სახლებს სჭირდებათ ეს დახმარება.

გარდა ამისა, ძალიან ბევრი ადამიანია დასაქმებული ტურიზმში, რომელიც ახლა აღმოჩნდა ბანკების კრედიტორი, აი ამ ადამიანებისთვის ასევე ვითხოვთ, რომ სახელმწიფომ ინდივიდუალურად მოლაპარაკებები აწარმოოს ბანკებთან იმისათვის, რომ მათ გადაუვადდეთ 3, 6 თვით სესხები, ოღონდ პროცენტის დანამატის გარეშე.” - ამბობს მაია მურაჩაშვილი.

შეგახსენებთ, მთავრობამ მაისში 200-მილიონიანი პაკეტი წარადგინა, რომლითაც ტურიზმისა და სარესტრონო ინდუსტრია დააფინანსეს. პაკეტი თვალისწინებდა როგორც პირდაპირ საგადასახადო შეღავათებს, ასევე სუბსიდიებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები