მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გადავწყვიტეთ, ვაშლის ჩიფსების ინდუსტრია შევქმნათ“ – „ენკენის“ გეგმები

60e04e7ce91a7
მარიამ იზორია
04.07.21 00:02
730
ვაშლის ჩიფსების მწარმოებელი კომპანია „ენკენი“ ბაზარზე ახალი სახელით - „ჩემპით“ გამოჩნდება. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა თამარ შეითნიშვილმა გადაცემა „ქალების ნარატივში“ სტუმრობისას განაცხადა, დიდი გეგმები აქვთ.

„სხვადასხვა ხილის ჩიფსების წარმოებას ვგეგმავდით, თუმცა უფრო დიდი მიზანი დავისახეთ და გადავწყვიტეთ, ვაშლის ჩიფსების ინდუსტრია შევქმნათ, როგორიც მაგალითად, კარტოფილის ჩიფსების ინდუსტრიაა. ჩვენი ბრენდის ქვეშ ბაზარზე 12 სხვადასხვა სახეობის ვაშლის ჩიფსი სხვადასხვა ხილის გემოთი გამოვა“, - ამბობს თამარ შეითნიშვილი.

მისივე ინფორმაციით, „ენკენმა“ პანდემიის მიუხედავად, აშშ-ში ექსპორტზე გასვლა მოახერხა.

„ვაშლის ჩიფსები პირადი კონტაქტებით გამოფენაზე გავიტანეთ, სადაც ჩვენმა ერთ-ერთმა პარტნიორმა დააგემოვნა და მოეწონა. სწორედ მისი დახმარებით განვახორციელეთ ექსპორტი ამერიკაში. პირველი შეკვეთა პანდემიის დასაწყიში გავაგზავნეთ და იქ უკვე ლოიალური მომხმარებელი გვყავს. „ენკენს“ ინოვაციური ელემენტები აქვს, შესაბამისად, ვფიქრობთ, არამარტო აშშ-ში, არამედ მსოფლიო ბაზარზე ადგილს წარმატებით დაიმკვიდრებს“, - ამბობს თამარ შეითნიშვილი.

„ენკენის“ დამფუძნებელი ასევე აღნიშნავს, რომ პროდუქტის ნიმუშები ავსტრალიასა და სინგაპურშიც გაგზავნეს და ახლა უკუკავშირის მოლოდინში არიან.

ინფორმაციისთვის: „ენკენი“, დაახლოებით, სამი წლის წინ „სტარტაპ საქართველოს“ დახმარებით თამარ შეითნიშვილმა, ნონა ნონიაშვილმა და შალვა მძინარაშვილმა დააფუძნეს. დაფინანსების მოცულობა 100 000 ლარს შეადგენდა. კომპანიის საწარმო გორში, სოფელ დიცში მდებაროებს და მუდმივად - 6-სს, პერიოდულად კი დაახლოებით, 10-12 ადამიანს ასაქმებს. „ენკენი“ ნედლეულს ადგილობრივი ფერმერებისგან ყიდულობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები