მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაძვირდება თუ არა ტურისტული მომსახურება? - Travel To Georgia საფრთხეებზე

63c16d5fe80b5
ალა ისპირიანი
13.01.23 19:37
598
ტურისტული სექტორის მოსაწესრიგებლად სახელმწიფო რეგულაციებს ამზადებს. კერძო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს ავტორებმა მომხმარებლის უფლებების დაცვისთვის გაითვალისწინეს. ბიზნესის ვარაუდით კი ცვლილებებმა შესაძლოა მომსახურება გააძვიროს, რაც პრობლემად ისევ მომხმარებლისთვის იქცევა.

ტურისტული სააგენტო Travel To Georgia-ის დამფუძნებელმა, ლაშა ბერეკაშვილმა გადაცემა „საქმიან დილაში“ თქვა, რომ ცვლილება ტურისტულ სექტორში წვრილი მოთამაშეების გათიშვას გამოიწვევს, რის გამოც ბაზარი კონკურენციის გარეშე დარჩება და ეს ტურისტულ მომსახურებას გააძვირებს.

„ამ კანონპროექტის წნეხი მთლიანად ტურისტულ სააგენტოებს დააწვება. ახალი რეგულატორი შემოდის, რომელიც ერთის მხრივ, მომხმარებლისთვის კარგად ჟღერს, რომ მისი უფლებები დაცული იქნება და ამ კანონპროექტის არსი იყოს მომხმარებლის უფლებების დაცვა. მეორე მხრივ გულისხმობს, ამ წვრილი მოთამაშეების საბოლოო ჯამში ბაზრიდან გამოთიშვას. ამ წვრილი მოთამაშეების გამოთიშვით კი მსხვილი ოპერატორები ისარგებლებენ, რადგან ისინი კონკურენციის გარეშე იქნებიან და ტურისტულ პაკეტებს გააძვირებენ. მომხმარებელი უფრო გაძვირებულ პროდუქტს მიიღებს ვიდრე აქამდე იღებდა“, - განაცხადა ლაშა ბერეკაშვილმა.

კითხვაზე, რა ინფორმაციას ფლობენ ტურისტული სააგენტოები, თუ რატომ გადაწყვიტა სახელმწიფოს აღნიშნული რეგულაციების შემოღება? ის ამბობს, რომ როგორც წესი მიზეზი ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილებაა.

„უკვე არსებული კანონმდებლობით მომხმარებლის უფლებები ნაწილობრივ დაცულია. ამ კანონპროექტით ტურისტული სააგენტოების რეგულირების საკითხი უფრო მკაცრდება, ვიდრე ვთქვათ უფლებების დაცვის ნაწილში ეხებოდე მომხმარებლებს. თუ დიალოგზე წამოვიდნენ აღნიშნული კანონმდებლობის ავტორები ტურისტულ სააგენტოებთან და ოპერატორებთან ოქროს შუალედის გადაწყვეტილების მიღება იქნებოდა შესაძლებელი. შეიძლება გარკვეული პერიოდის მიცემა იყოს ტურისტული სააგენტოებისთვის, რომ მათ აწიონ იმ მოთხოვნების დონე რასაც ეს კანონპროექტი აყენებს. ასეთ გადაწყვეტილებებს, როგორც წესი საფუძვლად და მიზეზად უდევს ასოცირების ხელშეკრულების შესრულება", - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები