ოფიციალური პოზიციის მიხედვით, ეკლესია და სინოდი ვაქცინაციის მოწინააღმდეგე არაა. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ უფრო გაგვიხარდებოდა რომ მრევლისთვის ვაქცინაციაზე კურთხევა მიეცათ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ვაქცინაციასთან დაკავშირებით ეკლესიის პოზიციასა და როლზე საუბრისას „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
„არიან ისეთი მამაოები, რომლებიც აშკარად ვაქცინაციის საწინააღმდეგო კამპანიაში არიან ჩართულები. ამიტომ ჩემი გადმოსახედიდან უკეთესი იქნებოდა, რომ მოეწოდებინათ მათ ვაქცინაციისკენ. თუმცა, ისინი ამბობენ რომ ეს ექიმების საქმეაო“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.