„უკეთესი კალათა“ 1000-მდე დასახელების ქრონიკული მოხმარების პრეპარატს აერთიანებს და მისი მთავარი ამოცანა მაღალი ხარისხის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა.
როგორც კომპანიაში აცხადებენ: „დღეიდან ჯპს-ის ქსელში მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს განახლებული კალათის პირობით ისარგებლოს და მუდმივი მოხმარების მედიკამენტები შეიძინოს 30% და მეტი ფასდაკლებით. ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა ჩვენი მომხმარებლისთვის - “უკეთესი კალათა” უკეთესი ფასებით გულისხმობს ბაზარზე საუკეთესო ფასს. აღსანიშნავია, რომ საჭირო მედიკამენტების შეძენა ნებისმიერი რაოდენობითაა შესაძლებელი. განახლებული კალათის პირობები ვრცელდება ჯპს-ის ყველა აფთიაქში, მთელი საქართველოს მასშტაბით.“