ოკუპირებულ აფხაზეთში გალის რაიონში ე.წ კომენდანტის საათი ამოქმედდა. შესაბამის დოკუმენტს ხელი აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ მოაწერა.
დოკუმენტის მიხედვით, გალის რაიონში ე.წ კომენდანტის საათი საღამოს 20 საათიდან დილის 07 საათამდე იმოქმედებს.
ე.წ კომენდანტის საათის პერიოდში იკრძალება მოქალაქეების ქუჩაში გასვლა, ასევე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე მისვლა. აღნიშნული ბრძანება გამოქვეყნებისთანავე შევიდა ძალაში.