მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Galt&Taggart: ექიმების რაოდენობა საჭიროზე 2-ჯერ მეტია

5fd8e3e9060ee
ლიკა გურაბანიძე
15.12.20 21:15
1503

“ჯანდაცვის სექტორმა ბოლო 10-20 წლის განმავლობაში მრავალი გარდასახვა ნახა. რესურსების კუთხით ინფრასტრუქტურა და ბაზრისთვის სერვისების მიწოდება ძირითადად კერძო სექტორის ხელშია. საავადმყოფოების დაახლოებით 86%-ს კერძო სექტორი ფლობს და მხოლოდ 14%-ია სახელმწიფოს ხელში", - ამის შესახებ Galt&Taggart-ის ანალიტიკოსმა ნინო პერანიძემ “საქმიან დილაში” ჯანდაცვის სექტორის მიმოხილვისას განაცხადა.

როგორც პერანიძემ აღნიშნა, დაფინანსების ნაწილში სახელმწიფოს როლი გაიზარდა და 37%-ს მიაღწია, ხოლო ჯიბიდან გადახდების წილი (56%) კვლავ დიდი რჩება.

ნინო პერანიძემ ჯანდაცვის სექტორის მიმოიხილვისას სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც განიხილა.

“კერძო დაზღვევის წილი კვლავ მცირეა. სახელწმიფო დაფინანსების ნაწილში ბოლო 10 წლის განმავლობაში სახელმწიფოს როლი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც საყოველთაო ჯანდაცვის დანერგვას უკავშირდება. 2019 წელს 2010 წელთან შედარებით სახელმწიფოს დაფინანსება 3-ჯერ მეტია და დაახლოებით 1.3 მლრდ ლარს შეადგენს.

2030 წლისთვის ჯიბიდან გადახდების შემცირებაა მოსალოდნელი. პირველ რიგში კერძო სადაზღვევო სექტორის განვითარებაა მნიშვნელოვანი, რადგან ის ჯერ კიდევ არ არის შესაბამის დონეზე განვითარებული და სახელმწიფო დაფინანსების ზრდაც მოსალოდნელია.

საწოლფონდის რაოდენობა 2012 წლიდან მნიშვნელოვნად ფართოვდება. 2012 წელს თუ საწოლების რაოდენობა 11 ათასი იყო, 2019 წელს 17 500-ზე ავიდა. ეს ევროპის ბევრ მაღალგანვითარებულ ქვეყანაზე მაღალი მაჩვენებელია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სექტორი გაჯერებულია და ჭარბი საწოლფონდი გვაქვს, რა თქმა უნდა, ეს არაპანდემიურ პირობებში.

საწოლფონდის სიჭარბე დაბალ დატვირთულობაში ითარგმნება, ბოლო 6 წელია საწოლების დატვირთულობის მაჩვენებელი დაახლოებით 51%-ია.

ბოლო 10 წელს რომ დავაკვირდეთ ექიმების და ექთნების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. განვითარებულ ქვეყნებს თუ შევედრებით მოსახლეობასთან მიმართებაში ექიმების რაოდენობა საჭიროზე 2-ჯერ მეტია, ხოლო ექთნების რაოდენობა საჭიროზე 2-ჯერ ნაკლები”, - განაცხადა პერანიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები