მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Galt&Taggart-ი საუკეთესო საინვესტიციო ბანკად აღიარეს

BM.GE
28.02.23 10:45
315
სტატიაში საუბარია:
Galt&Taggart-ი Global Finance-მა 2023 წლის მსოფლიოს საუკეთესო საინვესტიციო ბანკებიდან საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად გამოარჩია. Global Finance-ის მხრიდან შერჩევის პროცესი ფინანსური ინსტიტუტების საქმიანობის დეტალურ კვლევასა და ინდუსტრიის ექსპერტების შეფასებას ეფუძნება. გამარჯვებულების ვინაობას კი საინვესტიციო ბანკის ბაზრის წილი, გარიგებების რაოდენობა, მოცულობა, ბაზარზე მათი რეპუტაცია, კონკურენტუნარიანობა, სერვისები და ინოვაციები განაპირობებს. Global Finance-მა მსოფლიოს საუკეთესო საინვესტიციო ბანკების 24-ეს გამოვლენისას Galt & Taggart -თან ერთად J.P Morgan, Societe General, Goldman Sachs, Morgan Stanley და მსოფლიოს წამყვანი სხვა ფინანსური ინსტიტუტები შეაფასა.

სტუმრები: ზურაბ ქოქოსაძე- "საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე;
ოთარ შარიქაძე - Galt&Taggart-ის მმართველი პარტნიორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები