„კომერციულ სექტორს არ აქვს უფლება არ დაემორჩილოს რეგულატორს“- აცხადებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ორი უმსხვილესი ბანკის თიბისისა და საქართველოს ბანკის განცხადებებს, სადაც ბანკები ამბობენ, რომ აგრძელებენ სანქციებთან დაკავშირებული მოთხოვნების დაცვას. სპეციალურ ბრიფინგზე სებ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა თქვა, რომ მუდმივ კომუნიკაციაში არიან საფინანსო ინსტიტუტებთან, როგორ მოხდეს ახალი რეგულაციის იმპლემენტაცია იმდაგვარად, რომ ის შესაბამისობაში იყო როგორც საფინანსო ინსტიტუტების, ისე მათ საერთაშორისო ვალდებულებებთან. განმარტებები სანქციების აღსრულების წესში გამონაკლისის შეტანას მოჰყვა - რომლის თანახმადაც, სანქცირებულ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით სანქციები ძალაში შედის იმ შემთხვევაში, თუკი მათ წინააღმდეგ გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს. რით ამართლებს მიღებულ გადაწყვეტილებას ეროვნული ბანკის პირველი ვიცე პრეზიდენტი?