საქართველოში დელტა შტამის დადასტურებულად 52 შემთხვევაა გამოვლენილი. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, იმისთვის, რომ ე.წ. ინდური შტამი უფრო მეტად არ გავრცელდეს, მეტი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ.
„დელტა შტამით, რომელიც საზოგადოებაში ინდური შტამის სახელით არის ცნობილი, ინფიცირების შემთხვევების დადასტურებული რაოდენობა 52-ია. 5 საეჭვო შემთხვევაზე მიმდინარეობს კვლევა. ჯერჯერობით, ამ შემთხვევებში განსაკუთრებული მძიმე მიმდინარეობა გამოკვეთილი არ არის, თუმცა რისკი, რომ დელტა შტამი შესაძლოა მეტად გავრცელდეს, არსებობს და შეფასებული მაჩვენებლით, ეს 10%-დან 20%-მდეა. ამიტომ განსაკუთრებით მეტი სიფრთხილე გვმართებს“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.