დილის 6 საათისთვისთვის უკრაინის ქალაქ ლვოვში აფეთქებების ხმა ისმოდა – ინფორმაციას CNN ავრცელებს.
მათი ცნობით, რამდენიმე აფეთქების ხმა პოლონეთის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქში თავად CNN–ის ჯგუფმა გაიგო.
დილის საათებში საჰაერო განგაში უკრაინის დედაქალაქ კიევშიც იყო გამოცხადებული.
„კიევში საჰაერო განგაშია გამოცხადებული! ყველას ვთხოვთ სასწრაფოდ გადავიდნენ სამოქალაქო თავდაცვის თავშესაფარში“, - ნათქვამი იყო კიევის საქალაქო ადმინისტრაციის განცხადებაში.