მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამყრელიძე: "როდესაც ქორწილში ადამიანი ალკოჰოლს მიირთმევს, შემდეგ იქ ყველა წესი ირღვევა"

5f591365580a1
თამთა ჯიჯავაძე
09.09.20 21:37
1143
ადამიანი ქორწილში მისალოცად და გასართობად მიდის, როდესაც ის იქ გარკვეული რაოდენობით ალკოჰოლს მიირთმევს, შემდეგ ყველა წესი ირღვევა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მსგავს შეკრებებზე რისკ-ფაქტორები უფრო მეტია.

„მჭიდრო კონტაქტი, რაც არის ინფექციის გავრცელების რისკი, ადის მაღალ დონეზე“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, სწორედ ამიტომაც თავი უნდა შევიკავოთ მსგავსი ღონისძიებებისგან.

შეგახსენებთ, ქორწილების და ქელეხებისხელახლა აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დღეს მიიღეს. როგორც შეხვედრის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, "ვუბრუნდებით იმ შეზღუდვას, რომელიც აქამდე იყო. „დახურულ სივრცეებში ეს შეზღუდვა უკვე მოქმედებდა და ხვალიდან ეს გავრცელდება ღია სივრცეებზეც“, - დასძინა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები