ქართველი მშობელი ყველაფერს გაყიდის, რათა მისმა შვილმა ისწავლოს და უკეთესი იყოს, - ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, თორნიკე გურულმა გადაცემაში „ბარი“ განაცხადა.
ქართული ბრენდების წარმატების მაგალითებზე საუბრისას, თორნიკე გურულმა თქვა, რომ საქართველოში განათლება ხალხისთვის ძალიან პრიორიტეტულია.
„ერთი სპეციფიკური თვისება აქვს ჩვენს ერს - ქართველი მშობელი ყველაფერს გაყიდის, რათა მისმა შვილმა ისწავლოს და უკეთესი იყოს. ეს ბევრ ქვეყანაში ასე არ არის. განათლების კომპონენტი ჩვენს ქვეყანაში ძალიან პრიორიტეტულია. ჩვენ ასევე ძალიან დაგვეხმარა ცივილური ევროპა და ამერიკა, რომელმაც მაგალითად, ჩემი სწავლის დიდი ნაწილი დააფინანსა. 90-იან წლებში პური არ გვქონდა, მაგრამ მაინც გვამზადებნენ ჩვენი მშობლები. ეს ჩვენი ერისთვის ძალიან სპეციფიკურია. სხვა ერებს თუ დავაკვირდებით, იქ მთლად ასე არ არის. ეს თვისება ჩემი აზრით ძალიან დაგვეხმარა განვითარების გზაზე. თუ ჩვენს გარშემო სანაცნობოს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ უკვე ბევრ ადამიანს აქვს ძალიან კარგი განათლება და ეს ასე არ ქრება“, - თქვა მან.