მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

განბაჟების 300-ლარიანი ზღვარი გაიზარდოს ₾700-მდე - USA2GEORGIA კამპანიას იწყებს

627a481e57531
ვიქტორია მღებრიშვილი
10.05.22 15:22
5555
გადამზიდავი კომპანია USA2GEORGIA პროდუქციის განბაჟების ზღვარის გაზრდის ინიციატივით გამოდის. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია სოციალური არხების მეშვეობით ავრცელებს.

კომპანიაში განბაჟების ზღვარის ცვლილების აუცილებლობას ეროვნული ვალუტის გაუფასურების ფაქტორით ხსნიან და ამბობენ, რომ მომხმარებელს დამატებითი ღირებულების გადასახადის გადახდა 100 დოლარამდე ღირებულების ნივთების გამოწერის დროსაც უწევს. USA2GEORGIA მომხმარებელს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს:

„ძვირფასო მომხმარებლებო, გაცნობებთ, რომ მომხმარებელთა მხარდაჭერის მიზნით, USA2GEORGIA-ს მიზანშეწონილად მიაჩნია წამოიწყოს კამპანია - შეძენილი პროდუქციის განბაჟების 300-ლარიანი ზღვარის 700 ლარამდე გაზრდის მოთხოვნით.

როგორც ცნობილია, სხვადასხვა ქვეყნის ონლაინმაღაზიებში შეძენილი ხარისხიანი ნივთის ღირებულება თუკი - 90 აშშ დოლარს აღემატება, სავალდებულოა, მომხმარებლის მიერ საქართველოს შემოსავლების სამსახურში დეკლარირება, დამატებული ღირებულების გადასახადის გადახდის მიზნით, რაც შეადგენს 18%-ს და მომხმარებელს მნიშვნელოვნად უზრდის ონლაინ-შეძენისას გაწეულ ხარჯს.

უცხოური ვალუტის გაცვლითი კურსის მატებამ ლართან მიმართებაში, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა 300-ლარიან ზღვარზე და მძიმე ტვირთად აწვება მომხმარებელს.

ჩვენი კომპანია აპირებს მიმართოს სამთავრობო და საპარლამენტო სამსახურებს - 300-ლარიანი განბაჟების ზღვარის 700 ლარამდე გაზრდის მოთხოვნით, რისთვისაც გვესაჭიროება - მომხმარებელთა მნიშვნელოვანი ნაწილის ნების გამოხატვა.

გთხოვთ, გამოიჩინოთ ინტერაქტიულობა და დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია - 300-ლარიანი განბაჟების ზღვარის 700 ლარამდე გაზრდის შესახებ.

იხილეთ ავტორიზაციის ბმული: https://www.usa2georgia.com/v_login.php?lang=ka“, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ: განბაჟების 300-ლარიანი ზღვარის გაზრდის ინიციატივით რამდენიმე წლის წინ "ევროპული საქართველო" გამოვიდა, მაგრამ საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა ვერ მიიღო. იგივე ინიციატივით უკვე წელს საქართველოს პარლამენტის ოპოზოციონერი წევრები ლევან იოსელიანი და ალექსანდრე ელისაშვილი გამოვიდნენ. კანონპროექტი პარლამენტშია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები