მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გარემოს ეროვნული სააგენტო: მოსალოდნელია წვიმა, სეტყვა, ქარი, რამაც შესაძლოა, წყალმოვარდნები და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები გამოიწვიოს

წვიმა ქარი
BM. GE
21.08.23 17:02
4

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21 და 22 აგვისტოს უმეტესად  დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს ტერიტორიაზე, განსაკუთრებით მთიან და მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარი.

როგორც უწყება იტყობინება, მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, მთიან ზონებში კი მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა/გააქტიურება გამოიწვიოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები