მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გარემოზე ზემოქმედების შეფასება - საინვესტიციო ტვირთი თუ გარემოს დაცვის რეალური საშუალება

615485c61955c
BM.GE
29.09.21 19:23
1182
უკანასკნელ პერიოდში გარემოსდაცვითი მოტივით ინსპირირებული კონფლიქტები სულ უფრო მასშტაბურ ხასიათს იძენს და სცილდება მხოლოდ სათემო, მუნიციპალურ თუ ვიწრო რეგიონალურ ფარგლებს. მიზეზი მარტივია, მოქალაქეს აქვს სურვილი ჰქონდეს ობიექტური ინფორმაცია იმ გარემოპირობების შესახებ, რომელშიც უწევს ცხოვრება და საქმიანობა. ცნობიერება გარემოსდაცვითი უფლებების შესახებ ბევრად მაღალია დღეს, ვიდრე ეს იყო გასული დეკადების განმავლობაში და სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს ქონა მოქალაქეს მიაჩნია არა როგორც პრივილეგია, არამედ როგორც გარანტირებული უფლება.

ამის მიუხედავად, გარდა ეკოლოგიური ინტერესებისა, ეკონომიკურად ღირებული პროექტების განხორციელების აუცილებლობა გარდაუვალია და მნიშვნელოვანია ამ ორ ინტერესს შორის გონივრული ბალანსის განსაზღვრა.

განვითარებულმა მსოფლიომ აღნიშნული ბალანსის მისაღწევად გარემოზე ზემოქმედების შეფასების მექანიზმი ჩამოაყალიბა, რომელიც სავალდებულო წინაპირობაა განსხვავებული სექტორის, პარამეტრებისა თუ საინვესტიციო ღირებულების მქონე ინფრასტრუქტურის, პროექტის თუ წარმოების განსახორციელებლად. გარემოზე ზემოქმედების შეფასების მომსახურებას, სხვა კომპანიებთან ერთად, საქართველოში Colliers MMS-ი ახორციელებს და გარემოსდაცვით ნაწილში მომხმარებელს „გრინ კონსალტინგის“ სერვისს სთავაზობს. მომსახურების დეტალებზე და გარემოსდაცვით სფეროში არსებულ აქტუალურ საკითხებზე Colliers MMS-ის მმართველი დირექტორი - მაია ზავრაშვილი გვპასუხობს.

რას მოიცავს გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესი და რა არის ამ ინსტრუმენტის მიზანი?

გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) პროცესის მიზანია გადაწყვეტილებების მიმღებთა და საზოგადოების ინფორმირება შემოთავაზებული პროექტის განხორციელების გარემოსდაცვითი შედეგების შესახებ. ამასთან, გზშ-ს მიზანია პროექტის დაგეგმვისა და დიზაინის ადრეულ ეტაპზე ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების პროგნოზირება, გზების და საშუალებების მოძიება მავნე ზემოქმედების შესამცირებლად. საბოლოო ჯამში კი, მთავარი ამოცანა გარემოსდაცვითი ხარისხის დაცვა და გაუმჯობესებაა.

გზშ დოკუმენტი თავისთავად არის ტექნიკური ინსტრუმენტი, რომელიც განსაზღვრავს, პროგნოზირებს და აანალიზებს ფიზიკურ გარემოზე ზემოქმედებას, ასევე სოციალურ, კულტურულ და ადამიანების ჯანმრთელობაზე ზემოქმედებას. მისი მიზანია შეამციროს განვითარების გავლენა გარემოზე, შესაბამისად, უზრუნველყოს გარემოს მდგრადობა.

სხვადასხვა ქვეყნის მარეგულირებელი ნორმა განსხვავებულ პროცედურას ადგენს გარემოზე ზემოქმედების შესაფასებლად. მთავარი კრიტერიუმია დაგეგმილი საქმიანობიდან გამომდინარე მოსალოდნელი რისკების ხარისხი.

საქართველოს კანონმდებლობა ბოლო წლებში ამ მიმართულებით ბევრად მომთხოვნი გახდა და რეგულირებას არაერთი საქმიანობა დაექვემდებარა. ერთის მხრივ, აღნიშნული პროცედურული მოთხოვნები ბიზნეს გადაწყვეტილებების ხანგრძლივობას ზრდის, და ფერხდება ინვესტიციის ტემპი, თუმცა მატულობს გადაწყვეტილებების მიმართ ნდობის ხარისხიც.


ხშირია პროტესტი და კითხვები უკვე მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ. სად არის პრობლემა და რა არის გამოსავალი?

მიუხედავად ფორმალური პროცედურული წესრიგისა, ქვეყანაში გამოწვევად რჩება კვლებებისა და გადაწყვეტილებების მიმართ საზოგადოების ნდობის ხარისხი.

ნებისმიერი გადაწყვეტილების მიმართ შეიძლება დადგეს ლეგიტიმურობის პრობლემა. კვლევა, შეფასება და ამ კვლევის საფუძვლად მიღებული გადაწყვეტილებები შესაძლოა სადაო გახდეს დაინტერესებული პირების მიერ. ეკოლოგიურ დავებში ძალიან ფართოა დაინტერესებულ სუბიექტთა წრე. გადაწყვეტილება შესაძლოა სადაო გახადოს ნებისმიერმა პირმა ან პირთა ჯგუფმა, ვისაც მიაჩნია რომ დაგეგმილი საქმიანობის განხორციელებით ბუნებრივ თუ სოციალურ გარემოს გამოუსწორებელი ზიანი მიადგება და ეს ზიანი ვერ იქნება შერბილებული. სადაო შესაძლოა გახდეს პროექტის ტექნიკური დიზაინი, გარემოზე ინტერვენციის ხარისხი და აშ.

ამ ტიპის დავები განვითარებულ ქვეყნებში ხშირად მედიაციის პროცესით წყდება. გარემოსდაცვით საკითხებზე კარგად მუშაობს ალტერნატიული მართლმსაჯულების მექანიზმები. სამწუხაროდ, საქართველოში ეს ინსტიტუტები ახლა იკიდებს ფეხს და გვჭირდება საერთაშორისო ექსპერტიზის გაზიარება, რადგან არ გვაქვს ამ ტიპის კონფლიქტების მენეჯმენტის გამოცდილება არაკლასიკური, ალტერნატიული წესით.

მოლაპარაკებები და დავების ადრეულ ეტაპზე მედიაცია კარგი გზაა პოტენციური დავებისა თუ გადაწყვეტილებების სანდოობის ხარისხის გასაზრდელად. აქ, ცხადია, აუცილებელია ყველა მხარის ჩართულობა და სურვილი პრობლემის დაძლევის და არა ესკალაციის.

ამასთან ერთად, გადაწყევტილების მიმღებებმა პირებმა უნდა გააცნობერონ, რომ სახელმწიფო ორგანოების გადაწყვეტილებების სისწორის მტკიცების ტვირთი მათზეა და არა ინვესტორზე.
ინვესტორის ვალდებულებები ძირითადად საჭირო კვლევების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. თუ კვლევები არასაკმარისი ან არავალიდურია, მათივე ვალდებულებაა მოახდინონ ამის გამოსწორება.

რა ტიპის სერვისს სთავაზობს Colliers MMS გარემოსდაცვით ნაწილში ბიზნესს?

Colliers MMS-ის გრინ კონსალტინგი ანუ ჩვენი ე.წ. “მწვანე სერვისები” ეხმარება ბიზნესს მათი საქმიანობის გარემოსდაცვით სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაში. ჩვენი ექსპერტიზა მოიცავს კოლიერის გლობალურ გამოცდილებას კლიენტებისთვის პროეტის დაგეგმვა-განვითარების სხვადასხვა ფაზაში. საქართველოში ცხადია ვიყენებთ ასევე ადგილობრივ ექსპერტიზას. ქვეყანაში გვყვავს საკმაოდ კარგი გამოცდილების კადრი და მაქსიმალურად ვცდილობთ მათი ცოდნის გამოყენებას. ვთანამშრომლობთ ვიწრო პროფილურ საერთაშორისო კომპანიებთან, იმისთვის რომ ჩვენი კლიენტებისთვის შეთავაზებული კვლევები ხარიხსხობრივად იყოს აღიარებულ სტანდარტებთან შესაბამისი.

ვმონაწილეობთ ჩატარებული კვლევების განხილვაში, აუცილებელია დაინტერესებულ პირებთან ღია კომუნიკაცია. ადრეულ ფაზაში დაწყებული კომუნიკაცია, კვლევების ხარისხი და ზოგადად პროცესების გამჭვიროვალობა ამცირებს როგორც საინვესტიციო რისკებს, ასევე ზრდის საბოლოო გადაწყვეტილებების მიმართ სანდოობას. მომხმარებელთა ნდობა და ჩვენი კომპანიის საქმიანი რეპუტაცია ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია და გვსურს ბაზარზე ამ ნიშნით გავაგრძელოთ პოზიციონირება.

https://mm.colliers.ge/about/green-consulting  | +995591222227 | maia.zavrashvili@colliers.ge

(R)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები