მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღარიბაშვილი ფრანგული კომპანიის - Airbus Helicopters-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

63ef91f2d00bf
BM.GE
17.02.23 18:35
739
მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია „Airbus Helicopters” -ის აღმასრულებელ დირექტორს ბრუნო ივენს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო უკვე არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას, კერძოდ კი, აღინიშნა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფრანგულ კომპანია "Airbus Helicopters"-თან 3 ახალი შვეულმფრენის შესყიდვის მიზნით გააფორმა ხელშეკრულება.

"H145" მრავალფუნქციური შვეულმფრენია, რომელსაც შეუძლია შეასრულოს პოლიციური, სატრანსპორტო, სამძებრო და სამაშველო ფუნქციები. ახალი შვეულმფრენები სრულად იქნება დაკომპლექტებული ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით.

ინფორმაციისთვის, მთავრობა AS-332 L1e ტიპის ვერტმფრენს ყიდის და სანაცვლოდ 3 ერთეულ სამაშველო შვეულმფრენს ყიდულობს. გამარტივებული შესყიდვის ღირებულება 26 500 000 ევროა, რომელიც კომპანია Airbus Helicopters -თან გაფორმდა.

პირობის მიხედვით, Airbus Helicopters S.A.S თანახმაა 5.5 მლნ ევროდ შეიძინოს AS-332 L1e ტიპის ვერტმფრენი თავისი აღჭურვილობით. როგორც სასაზღვრო პოლიცია განმარტავს, Airbus თანახმაა შეღავათიან ფასად, მოაწოდოს საქართველოს H 145 ტიპის შვეულმფრენი (რომლის გამოყენებაც შეიძლება როგორც საპოლიციო ასევე სამაშველო მისიებში) და შესაბამისი სხვადასხვა სათადარიგო ნაწილები. ამასთან AIRBUS-ი უსასყიდლოდ უზრუნველყოფს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს შესაბამისი თანამშრომლების ტრენენგებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები