საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „Siemens Energy AG”-ის პრეზიდენტს და აღმასრულებელ დირექტორს კრისტიან ბრუხს შეხვდა.
როგორც bm.ge-ს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, საუბრის ძირითადი თემა იყო ის პოტენციური საინვესტიციო პროექტები, რომელთა საქართველოში განხორციელებით, შესაძლოა, „Siemens Energy AG“-ი დაინტერესდეს.
პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა, მაქსიმალურად დაუჭიროს მხარი „Siemens Energy“-ის მხრიდან ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელებას. ირაკლი ღარიბაშვილმა კომპანიის პრეზიდენტს შესთავაზა, „Siemens Energy“-ის დელეგაცია ადგილზე გაეცნოს წარმოების შესაძლებლობებსა და ბიზნესის კეთების კუთხით არსებულ პოტენციალს.
ინფორმაციისთვის, „Siemens Energy”-ი მსოფლიოს 90 ქვეყანაში საქმიანობს და დასაქმებული ჰყავს 90 ათასზე მეტი ადამიანი.