მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასულ წელს პრიორიტეტული დარგები ახლა დიდ ინვესტიციას ვეღარ შემოიტანს - თორნიკე ზირაქიშვილი

5f1c4843625db
ინგა მურუსიძე
26.07.20 12:30
1410
სააგენტოს - „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილის თორნიკე ზირაქიშვილის განცხადებით, covid-19-მა  ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგია შეცვალა.

ამის შესახებ მან  "FORBES კვირისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, სადაც ინვესტიციების მოზიდვის განახლებულ სტრატეგიაზე ისაუბრა. 

„მნიშვნელოვანი ცვლილება არის ის, თუ როგორ ვუდგებით ინვესტორს, აქამდე ვფიქრობდით, მოდი, ინვესტორი ვიპოვოთ და ვეძებდით გზებს, სად შეიძლება ის ვიპოვოთ, თუმცა ახლა შევცვალეთ სტრატეგია და გარდა პოტენციურ ინვესტორთან პირდაპირი კომუნიკაციისა, მივდივართ და ყველა იმ წყაროს, სადაც შეიძლება ინვესტორმა მიიღოს ინფორმაცია, ვავსებთ დამოუკიდებლად. კოვიდმა ჩვენი სტრატეგიის გარკვეული ნაწილი დააჩქარა, ნაწილი შეცვალა. სექტორები შეიცვალა მსოფლიო მასშტაბით, მაგალითად, ავიანაწილების მიმართულება და ავტონაწილების მიმართულება, რომელიც პრიორიტეტებში გვქონდა გასულ წელს, ახლა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ სექტორებში ინვესტიციების მოზიდვა აღარ მოხდება. შესაბამისად, სხვა პრიორიტეტში გადავსვით ისინი და სხვა სექტორები გადმოვსვით წინ. მაგალითად, ბიზნეს პროცესების გარე გატანის სექტორი ანუ  ე.წ. აუთსორსი, რომელიც უცებ გაიზარდა კოვიდის პირობებში...  არის სექტორები, რომლებიც ახლიდან დაპრიორიტეტდა და არის სექტორები, რომლებიც გაჩნდა ჩვენს განახლებულ სტრატეგიაში“, - განაცხადა ზირაქიშვილმა.

სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ინვესტიციების მოზიდვის განახლებულ სტრატეგიაზე პრეზენტაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები