მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასული კვირის მთავარი ეკონომიკური მოვლენები

640e23a36856c
შოთა ტყეშელაშვილი
12.03.23 23:14
2864
გთავაზობთ გასული კვირის მთავარ ეკონომიკურ მოვლენებს:

აგენტების შესახებ კანონპროექტები ჩაგდებულია

მასშტაბური აქციების და უპრეცედენტო საერთაშორისო გამოხმაურების შემდეგ, პარლამენტმა აგენტების შესახებ კანონპროექტი ჩააგდო. უფრო ვრცლად წაიკითხეთ.

2022 წელს 2 მილიარდი დოლარის FDI შემოვიდა

2022 წლის განმავლობაში საქართველოში 2 მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემოვიდა - საქსტატმა FDI-ის სტატისტიკა გამოაქვეყნა. უცხოური ინვესტიციების ზომა 2021 წელთან შედარებით 61%-ით არის გაზრდილი.

თუმცა, მის სტრუქტურაში ახალი ინვესტორების ნაცვლად ძირითადად არსებული კომპანიების რეინვესტიციები ჭარბობს. ინვესტორთა ათეულში ორი ახალი კომპანია შევიდა, ესენია "აქვალია", რომელმაც GWP შეიძინა და "ეპამ სისტემსი". 

ITB Berlin-ის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა დასრულ

საქართველო ITB Berlin-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მასპინძელი ქვეყნის რანგში წარდგა. "გამოსცადე უსაზღვრო თავგადასავლები“, „დატკბი უსაზღვრო გასტრონომიით“ - ამ სლოგანებით იყო ბერლინის მასშტაბით არსებულ ბანერებზე საქართველო წარმოდგენილი. გერმანიის ტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტის განცხადებით, ITB ბერლინი საქართველოსთვის უდავოდ წარმატებული გამოდა. უფრო ვრცლად წაიკითხეთ.

საქართველოს სავალუტო რეზერვები შემცირდა

თებერვალში საქართველოს სავალუტო რეზერვები დაახლოებით 180 მილიონი დოლარით, 4.7 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. რამ განაპირობა რეზერვების შემცირება ჯერჯეორბით უცნობია. უფრო ვრცლად წაიკითხეთ.

ახალი სახალხო დამცველი

საქართველოს ახალი სახალხო დამცველი ჰყავს - ამ პოსტზე სამშაბათს საქართველოს პარლამენტმა პარტია "მოქალაქეების" წევრი, ლევან იოსელიანი აირჩია. 2022 წლის დეკემბერში წინა სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. უფრო ვრცლად წაიკითხეთ.

რატომ იაფდება საწვავი?

თებერვალში საწვავზე ფასი საშუალოდ 30-40 თეთრით, ზაფხულიდან დღემდე კი 1,30-1.50 ლარით შემცირდა. სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ უმთავრესი მიზეზი რუსეთიდან დაბალ ფასად შემოტანილი პროდუქციაა, რომელიც გამყარებულ ლართან ერთად ფასის კლების საფუძველი ხდება. უფრო ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე.

იანვარში საბანკო დაკრედიტება 13%-ით გაიზარდა

2023 წლის იანვარში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხები წლიურად 13.3%-ით გაიზარდა - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. სებ-ის თანახმად, დაკრედიტების ტემპი წინა თვესთან შედარებით 1.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

უშუალოდ ეროვნული ვალუტით დაკრედიტების ზრდამ 16.6% შეადგინა, ხოლო უცხოური ვალუტის სესხების ზრდის ტემპი 10.1% იყო. უფრო ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე.

იანვარში სებ-მა Bmatch პლატფორმით 155 მილიონი შეისყიდა

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზრის იანვრის თვის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, პერიოდის განმავლობაში სებ-მა Bmatch-პლატფორმის მეშვეობით სავალუტო ბაზრიდან $155.2 მილიონი შეისყიდა, რაც მაქსიმალურ შესყიდვას წარმოადგენს. უფრო ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები