მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გათხევადებული აირების (LPG) იმპორტი გაიზარდა - იანვარ-სექტემბრის მონაცემები

6350f15e175ad
BM.GE
20.10.22 12:01
389
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2022 წლის იანვარ-სექტემბრის თვეების განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 77,2 ათასი ტონა, რაც 7,7 ათასი ტონით ანუ 9,1%-ით ნაკლებია 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (84,9 ათასი ტონა) შედარებით.

მიმდინარე წლის პირველი 9 თვის განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა აზერბაიჯანიდან - 48,9 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 63,3%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ერაყი - 12,9 ათასი ტონა (16,7%); თურქეთი - 11,2 ათასი ტონა (14,5%); თურქმენეთი - 3,2 ათასი ტონა (4,1%); რუსეთი - 1,0 ათასი ტონა (1,3%).

2022 წლის იანვარ-სექტემბრის თვეების განმავლობაში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 28,6 ათასი ტონა, რაც 0,5 ათასი ტონით ანუ 1,8%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (28,1 ათასი ტონა) შედარებით.

მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტის 99,7% (28,5 ათასი ტონა) განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები