მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გახსნას სიხარულით და მილიონიანი ზარალით ვხვდებით - Snap ფიტნესი

6040dfca8c8a9
ლიკა გურაბანიძე
05.03.21 09:40
1169

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით შეზღუდვების შემსუბუქების მორიგ ეტაპზე, 15 მარტიდან საქმიანობას ფიტნეს კლუბებიც განაახლებენ.

„გახსნას სიხარულით და მილიონიანი ზარალით ვხვდებით“ - ასე აფასებენ BM.GE-სთან კლუბების გახსნას Snap Fitness Georgia-ში.

როგორც კომპანიის ხელმძღვანელი სოფო სოლოღაშვილი აღნიშნავს, ქსელებში თანამშრომლები სრული შემადგენლობით დაბრუნდებიან, ხოლო შექმნილი კრიზისული ეკონომიკური ვითარების გამო ბიზნესში არსებული სირთულეების მიუხედავად მომსახურებას არ გააძვირებენ.

კომპანიის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ვაქცინა დროულად უნდა შემოვიდეს, რადგან სამომავლოდ ბიზნესში რისკების გადაზღვევა მოხდეს.

„ვაქცინის არარსებობა ბიზნესს მხოლოდ საფრთხეს კი არ უქმნის, არამედ მას სამუდამოდ დაასამარებს. ჯერ კიდევ ბოლომდე არ ვიცით რომ გავიხსნებით რა იქნება, თუმცა იმედს არ ვკარგავთ. ვცდილობთ, რომ ყველაფერი კიდევ ერთხელ თავიდან დავიწყოთ. თუ მესამე ლოქდაუნი მოხდება, გახსნაზე აღარ ვიფიქრებთ, რადგან ამით ბიზნესის განვითარებას წერტილი დაესმება“ - განაცხადა სოლოღაშვილმა.

შეგახსენებთ, უკვე ცნობილია ის რეგულაციები, რომელის დაცვითაც ფიტნეს კლუბები 15 მარტიდან გაიხსნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები