მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გაყიდვებში 50%-იანი ზრდა დაფიქსირდა“ - „ბეკო“ წელს აჯამებს

63be518c61bdc
თათია კაკიაშვილი
16.01.23 10:20
640
“2021-ში, 2019 წელთან შედარებით, გაყიდვებში 35%-იანი ზრდა იყო და უკვე 2021-თან შედარებით - დამატებით კიდევ 15-20%-ით ზრდა. გამოდის, რომ 2022 წელს, 2019-თან შედარებით, 50%-ზე მეტი ზრდა გვაქვს. ეს საკმაოდ დიდი მაჩვენებელი და წინსვლაა ჩვენთვის,” - ამის შესახებ „ბეკოს“ გენერალურმა დირექტორმა მეჰმეთ მელექმა BMG-სთან განაცხადა.

გასულ წელს კომპანია “ბეკოს” საქართველოში ოპერირების დაწყებიდან 25 წელი შეუსრულდა. კომპანიის გენერალური დირექტორის თქმით, გაყიდვების ზრდის მიზეზი სხვადასხვაა - სტაბილური ლარი, საქართველოში შემოსული უცხოელების დიდი ნაკადი და მომხმარებლების მაღალი გადახდისუნარიანობა.

„1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე საკმაოდ აქტიური სეზონი გვქონდა. მომხმარებელზე ორიენტირებული ივენთები და აქციები გავმართეთ, მისაღები ფასებით და, აქედან გამომდინარე, 2022 წელი კარგად დავხურეთ. რაც შეეხება მიზეზებს - პირველ რიგში, ხალხის ყიდვისუნარიანობაც გაიზარდა, ლარი გამყარდა და ჩვენს სფეროში უცხოელების გადახდისუნარიანობაც გაიზარდა. ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი უცხოელია შემოსული და, რა თქმა უნდა, მათ სახლი სჭირდებათ, საყოფაცხოვრებო ტექნიკა სჭირდებათ და ა.შ. სწორედ ამის ხარჯზე გაიზარდა დეკემბერში ჩვენი რეალიზაცია. ახალი წელი ყველასთვის ახალი წელია და უნდათ, რომ ახალი პროდუქციები შეიძინონ და სახლში ახალი ნივთები ჰქონდეთ. ეს მარტო დეკემბრის თვეზე არ ნაწილდება, მე ვფიქრობ, რომ უკვე ბოლო რამდენიმე წელია “შავი პარასკევიდან” იწყება ახალი პროდუქციის შეძენა და 14 იანვრამდე გრძელდება - ანუ დაახლოებით 2 თვის განმავლობაში ჩვენი პროდუქციის გაყიდვები საკმაოდ კარგად მიდის,” - განაცხადა მეჰმეთ მელექმა.

მისივე თქმით, „ბეკოს“ ქსელებში დაბალი საფასო კატეგორიის ტექნიკის გაყიდვების პროცენტული წილი დაბალია და მომხმარებლის მაღალი მოთხოვნა, ძირითადად, საშუალო და მაღალი სეგმენტის პროდუქციაზე. რაც შეეხება პრემიუმ სეგმენტს, მეჰმეთ მელექი ამბობს, რომ ეს უკანასკნელი „ბეკოში“ საკმაოდ დიდი არჩევანითაა წარმოდგენილი.

“ბეკოში”პრემიუმ სეგმენტი უკვე საკმაოდ დიდი არჩევანით არის წარმოდგენილი. 2022 წლის ბოლო კვარტალიდან ჩვენს ბაზარზე Beyond სერიაც შემოვიდა, რომელსაც ენერგომოხმარების ეფექტურობის მაღალი მაჩვენებელი აქვს. აქედან გამომდინარე, 2023 წლიდან უკვე საშუალო და მაღალი, პრემიუმ სეგმენტი წარდგენილი იქნება “ბეკოს” ყველა ქსელში. რაც შეეხება ქალაქებს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, თბილისი, შემდეგ ბათუმი, ბოლო პერიოდში კი ზუგდიდი და სენაკი ძალიან აქტიურობს “ბეკოს” პროდუქციის რეალიზაციაში,” - დასძინა მეჰმეთ მელექმა.

შეგახსენებთ, რომ საყოფაცხოვრებო ტექნიკის კომპანია „ბეკო“ საქართველოში 1997 წლიდან ოპერირებს და მისი ქსელი საქართველოს თითქმის ყველა რეგიონშია წარმოდგენილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები