მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“გაზის ტარიფის შემცირების შემდეგ, შესაძლოა, ჩვენს პროდუქციაზე ფასები დაკორექტირდეს” - სანდომი

ტკბილიი

სექტემბრიდან ბუნებრივი აირის საფასური თბილისში, კომერციული მომხმარებლისთვის 11 თეთრით, რეგიონებში კი 13 თეთრით მცირდება. შესაბამისი ცვლილება რეგიონების შემთხვევაში „სოკარ ჯორჯია გაზის“, დედაქალაქში კი "თბილისი ენერჯის" მომხმარებელს შეეხება. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ გაზგამანაწილებელმა კომპანიებმა განაცხადეს. 

ბუნებრივი აირის ტარიფის ცვლილებას BMG-სთან ბიზნესის წარმომადგენლები აფასებენ. ტკბილეულის მწარმოებელ კომპანია "სანდომში" BMG-ის უთხრეს, რომ 11-თეთრიანი შემცირება, წარმოებაზე მნიშვნელოვან ცვლილებას არ გამოიწვევს, "სანდომის" მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, თეკლა თალაკვაძის თქმით, კომპანიაში პროდუქტებზე ფასების დაკორექტირებას არ გამორიცხავენ. 

“ვფიქრობ, ფასის ცვლილება მნიშვნელოვნად ვერ აისახება ბიზნესის წარმოებაზე. იმის  გათვალსიწინებით, რომ ნედლეულზე მაინც არასტაბილური ფასებია და კონკრეტული პროდუქტი, მნიშვნელოვნადაც კი გაძვირებულია, ამის ფონზე, ვფიქრობთ, დიდ ცვლილებას ვერ მოახდენს, თუმცა ჩვენი მხრიდან შევეცდებით, გარკვეულ პოზიციებზე ფასები დაკორექტირდეს", - აღნიშნა BMG-სთან თეკლა თალაკვაძემ. 

შეგახსენებთ, "თბილისი ენერჯის" მომხმარებლებისთვის კომერციული ტარიფი 1,35 თეთრის ნაცვლად, 1,24 თეთრით განისაზღვრება, "სოკარ ჯორჯია გაზის" შემთხვევაში კი ახალი ტარიფი სექტემბრიდან 1,38 თეთრის ნაცვლად 1,25 თეთრი იქნება. ბუნებრივ აირზე არასაყოფაცხოვრებო ტარიფის შემცირების მიზეზი მისი შესასყიდი ღირებულების შემცირებაა. უცვლელი რჩება მოსახლეობისთვის, საყოფაცხოვრებო ტარიფი, რომელიც "სემეკის" მიერაა დადგენილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები