მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაზის ტარიფის ზრდის მოლოდინი არ არის - ნარმანია

დავით ნარმანია

სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია ამბობს, რომ წლის ბოლოს ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფის ცვლილება არ იგეგმება, რადგან ტარიფის გაანგარიშების დროს არსებული ლარის კურსი დოლართან მიმართებით მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. საკითხზე მან "საქმიანი დილის" ეთერში ისაუბრა.

“ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფი მოსახლეობისთვის ხუთი წლით არის დადგენილი. ჩვენ გამოვიყენეთ იმ პერიოდისთვის არსებული ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით, რომელიც მნიშვნელოვნად არ განსხვავდება დღევანდელი კურსისგან. ამიტომ, კომისია გაზის სამომხმარებლო ტარიფის გადახედვას არ აპირებს და არც შემცირებას, თუმცა არც ზრდის მოლოდინი არ არის. იცით, რომ ვალუტის კურსი გარკვეული მერყეობით ხასიათდება და განსაკუთრებით შემოდგომა/ზამთრის პერიოდში შესაძლოა გაიზარდოს. აქედან გამომდინარე, საშუალო და გრძელვადიანი პერიოდისთვის ვუყურებთ ვალუტის კურსს და მის გავლენას სამომხმარებლო ტარიფზე. ამიტომ, ამ ეტაპზე არ ვფიქრობთ, რომ ბუნებრივი აირის ტარიფი გადაიხედოს”,- აცხადებს ნარმანია. 

მარეგულირებელ კომისიას გაზის ტარიფი 2027 წლამდე აქვს დადგენილი, ხოლო დღეს მოქმედი ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ზღვრული ტარიფი "თბილისი ენერჯისთვის კუბ.მ 54 თეთრს შეადგენს დღგ-ს ჩათვლით. „სოკარ ჯორჯია გაზის" შემთხვევაში ტარიფი 57 თეთრია. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები