მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Gazprom-ი ევროპას გაზის მიწოდების კიდევ უფრო შემცირებით ემუქრება

637cda41e27ef
მარიამ ვარადაშვილი
22.11.22 18:21
700
რუსეთი ევროპას გაზის მიწოდების კიდევ უფრო შემცირებით ემუქრება. Gazprom-ის განცხადებაში საუბარია უკრაინის ტერიტორიაზე გამავალ გაზსადენზე, რომელიც Nord Stream-ის გაჩერების შემდეგ ერთადერთი მარშრუტი იყო, რითაც ევროპა რუსულ გაზს იღებდა.

Gazprom აცხადებს, რომ თუ დისბალანსი არ აღმოიფხვრა გაზის შემცირებას 28 ნოემბრიდან დაიწყებს. მიზეზად კი უკრაინის ტერიტორიაზე ბუნებრივი გაზის დანაკარგებს ასახელებს. გავრცელებულ განცხადებაში რუსეთის სახელმწიფო კომპანია ირწმუნება, რომ მოლდოვისთვის განკუთვნილი გაზის გარკვეული მოცულობა უკრაინაში იკარგება. საუბარია 52 მლნ კუბურ მეტრის მოცულობის ბუნებრივ გაზზე.

თუ გაგზავნილი ბუნებრივი გაზი დანიშნულების ადგილამდე არ მივა, რუსეთი გაზის მიწოდების შემცირებას 28 ნოემბრის 10:00 საათიდან აანონსებს. ამ ეტაპზე უკრაინის გავლით Gazprom-ი დღიურად 43 მლნ კუბური მეტრის მოცულობის გაზს ატარებს. როგორც Bloomberg წერს, რუსულმა კომპანიამ მოლდოვას გაზის მიწოდება ოქტომბრიდან შეუმცირა. შედეგად რუსეთისგან მოლდოვა დღიურად თითქმის 6 მილიონი კუბური მეტრით ნაკლებ გაზს იღებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები