მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაზრდილი მოთხოვნის საპასუხოდ EasyJet-ი ფრენების სიხშირეს ზრდის

5f296447491df
ნათია თაქთაქიშვილი
04.08.20 19:24
1028
გაზრდილი მოთხოვნის საპასუხოდ, EasyJet-მა ფრენების რაოდენობის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, ავიკომპანია აქამდე 30 პროცენტიანი დატვირთვით ოპერირებდა, რომლის გაზრდაც მიმდინარე თვიდან 40%-მდე იგეგმება. ივლისის მონაცმემებით, EasyJet-მა 2 მილიონი მგზავრი გადაიყვანა.

„მოხარულები ვართ, რომ ფრენები აღდგა და მომხმარებელთა მხრიდან მოთხოვნა ფრენებზე იმაზე მაღალი აღმოჩნდა ვიდრე კომპანია იმედოვნებდა. მათზე მოთხოვნა ივლისში 84%-ით გაიზარდა“,- აღნიშნულია კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში.

EasyJet-ის განცხადებით, ავიაკომპანია 40 პროცენტიანი დატვირთვით ოპერირებას სექტემბრის ბოლომდე გააგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანია კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი რთული მდგომარეობის გამო თანამშრომლების რაოდენობის შემცირებასაც გეგმავს. წინასწარი მონაცემებით, მათ რიცხვს EasyJet-ი 4,500-ით შეამცირებს სთენსთედის, საუსენდის და ნიუქასელის აეროპორტებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები