მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გაზსაცავის მშენებლობა ყველაზე ცუდ ვარიანტში 2024 წელს დასრულდება" - თემურ გოჩიტაშვილი

5e1f0587f1113
თათია ჩაფიჩაძე
15.01.20 16:26
1240
„გაზსაცავის მშენებლობა ყველაზე ცუდ ვარიანტში 2024 წელს დასრულდება“ , - ამის შესახებ საქართველოს ნავთობის და გაზის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე თემურ გოჩიტაშვილმა „საქმიან დილაში“ განაცხადა.

მისი თქმით, მშენებლობის გაწელვის მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი ბიუროკრატიული ბარიერებია. „გაზსაცავის მშენებლობაში მთავარი შემაფერხებელი ბიუროკრატიული ბარიერებია. როგორც იცით, კორპორაცია დაფინასებას იღებს გერმანული განვითარების ბანკიდან და პროცესში ასევე ჩართულია ევროპის სიანვესტიციო ბანკი. დრო იწელება იმის გამო, ჩვენ რომ აქ გადაწყვეტილებას ვიღებთ, ის უნდა წავიდეს გერმანიაში, გაიროს იქ ათასი პროცედურები და ამას, ბუნებრივია, დრო სჭირდება. ყველაზე უარესი ვადა რაც შეიძლება დავასახელო, არის 2024 წელი. 2024 წელს ის მზად იქნება. გაზსაცავის და თბოელექტროსადგურების კომპლექსი იდიალურ პირობებს შექმნის საკუთარი ენერგეტიკის დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა გოჩიტაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ როგორც გასული წლის ოქტომბრში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ დავით თვალაბეიშვილმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, გაზსაცავის პროექტზე სამშენებლო ხელშეკრულება 2019 წლის ბოლომდე უნდა გაფორმებულიყო.

ცნობისთვის: გაზსაცავის პროექტის მთლიანი საინვესტიციო მოცულობა 250-300 მილიონ დოლარს შეადგნს. KFW–სა და ევროპის საინვესტიციო ბანკისგან პროექტს 250 მლნ ევროს მოცულობის სესხი უკვე დამტკიცებული აქვს.

პროექტის მიხედვით, მომავალი გაზსაცავი თბილისის მახლობლად განთავსდება და მისი მოცულობა იქნება დაახლოებით, 400 მილიონი კუბური მეტრი, რაც საქართველოში გაზის წლიური მოხმარების 10-15% პროცენტს წარმოადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები