მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გეფერინი“ 2023 წელს თბილისსა და ფოთში ახალ მაღაზიებს გახსნის

63ae88ce4d043
BM.GE
30.12.22 22:53
1091
ჩანთებისა და ტყავის სხვადასხვა აქსესუარების მწარმოებელი ბრენდი „გეფერინი“ 2023 წლიდან თბილისის აეროპორტსა და ფოთში ახალ მაღაზიებს გახსნის.

როგორც კომპანიის თანადამფუძნებელმა ილია გეფერიძემ BM.GE-თან განაცხადა, თითოეულისთვის განკუთვნილი ინვესტიცია 100-150 ათას ლარამდეა.

"ასევე, ორ სავაჭრო ცენტრთან ფილიალების გახსნაზე ვაწარმოებთ მოლაპარაკებას და მათგან დასტურს ველოდებით. კომპანია ამჟამად ყოველთვიურად 5 000-მდე ერთეულს აწარმოებს და მაღალი მოთხოვნის გამო აქსესუარების რაოდენობის ზრდაც იგეგმება. იმდენად დიდი მოთხოვნაა, წელს ვერც საექსპორტო და ვერც შიდა ბაზარი ვერ დავაკმაყოფილეთ, ამიტომ შემდეგი წლიდან აუცილებლად გავიზრდებით,“ - განაცხადა ილია გეფერიძემ.

რაც შეეხება გამოწვევებს, მისი თქმით, 2022 წელს ბევრი პრობლემა იყო, მაგრამ კომპანიამ მისი გადალახვა მოახერხა.

„ძალიან ბევრი გამოწვევა იყო 2022 წელს, ჯერ პანდემია და შემდეგ უკრაინის ომი. უკრაინასა და რუსეთში საკმაოდ დიდ გაყიდვებს ვაწარმოებდით, მაგრამ ამის შეწყვეტა და სხვა გეგმებზე გადაწყობა მოგვიწია. ამ დაბრკოლებების გადალახვა მოვახერხეთ, წელი 23%-იანი ზრდით დავასრულეთ და ახლა ვფიქრობთ, რომ მომავალში არცერთი სირთულე აღარ შეგვაშინებს,“ - ამბობს ილია გეფერიძე.

შეგახსენებთ, რომ „გეფერინს“ საქართველოში 4 მაღაზია (3 თბილისში და 1 ბათუმში) აქვს, ქვეყნის გარეთ კი თავის პროდუქციას 44 ადგილას ყიდის. კომპანიაში ამჟამად 75 ადამიანია დასაქმებული და 2023 წელს ახალ ფილიალებში დამატებით 10 კადრის დამატება იგეგმება. რაც შეეხება საფასო პოლიტიკას, პროდუქცია საქართველოს ბაზარზე 100-450 ლარი, ხოლო საექსპორტო ბაზარზე 70-280 დოლარი ღირს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები