მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გემის გაფორმების ყველა პროცედურა გაციფრულდება“ - თამარ იოსელიანი

63f8be307636e
ელენე გოგბერაშვილი
26.02.23 10:17
1473
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო სერვისების დიგიტალიზაციის პროექტის განხორციელების ეტაპზე გადადის. აღნიშნული პროექტი ორეტაპიანია - ერთს ამერიკის მთავრობა, მეორეს კი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აფინანსებს.

როგორც BMGTV-ის გადაცემა #რედაქტ2-ში სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა განაცხადა, 2024 წლიდან გემის ყველა პროცედურა გაციფრულდება, პროექტის მეორე ეტაპზე კი კერძო სექტორის მიერ გაწეული სერვისების დიგიტალიზაცია იგეგმება.

"ორ ფაზად გვაქვს დაყოფილი დიგიტალიზაციის პროექტი. პირველ ფაზას აფინანსებს ამერიკის მთავრობა, რომელიც აპრილის თვეში დაიწყება და სატესტო რეჟიმში ჩვენ 2024 წლიდან უნდა გავიდეთ. ეს ნიშნავს, რომ გემის გაფორმების ყველა პროცედურა გაციფრულდება, შესაბამისად გემის მოცდის პერიოდი შემცირდება.

იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნულ ფაზას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აფინანსებს მეორე ფაზის დაწყებასაც მალე ვგეგმავთ. ამ მიმართულებით გრანტი უკვე მოპოვებული გვაქვს და ძალიან მალე, როცა ერთი ფანჯრის პრინციპის იმპლემენტაციას დავიწყებთ, ესეც ფეხდაფეხ მოჰყვება აღნიშნულ პროექტს იმისთვის, რომ ეს ორივე პროექტი გაეშვას.

მეორე ფაზა უკვე ითვალისწინებს კერძო სექტორის გაწეული სერვისების, მთელი ლოგისტიკური ჯაჭვის გაციფრულებას სრულად. დიგიტალიზაცია ისეთ ეფექტურ სისტემას მოგვცემს, რომელიც გამჭვირვალობაზე იქნება დამყარებული და შესაბამისად ჩვენ ევროპულ სისტემებთან ყველაფრის დაერთებას შევძლებთ. აღნიშნულ სისტემას ექნება შესაძლებლობა დაუერთდეს თუნდაც შუა აზიის ქვეყნების სისტემას, როცა ისინი თავიანთ მიმართულებას გააციფრულებენ“,-განმარტავს იოსელიანი.

მისი თქმით, სერვისების დიგიტალიზაცია საზღვაო ტრანსპორტის სტრატეგიის ნაწილია.

„ძალიან მალე საზღვაო ტრანსპორტის კონცეფციის დამტკიცება მოხდება პირველ ეტაპზე და შემდეგ უკვე მოჰყვება შესაბამისი ქმედებები იმისათვის, რომ დამტკიცდეს სტრატეგია. აღნიშნული კონცეფციის შემუშავების ბოლო ეტაპზე ვართ, დაგზავნილია შენიშვნებისთვის და წინადადებისთვის შესაბამის უწყებებში. აღნიშნული კონცეფცია მოიცავს ყველა მიმართულებას, რომელსაც საზღვაო დარგი ფარავს. ეს იქნება უსაფრთხოება, უშიშროება, საქართველოს საზღვაო ნავსადგურები, მეზღვაურთა დასაქმება, მეზღვაურთა განათლება, სერტიფიცირება, ძებნა-გადარჩენა, საკანონმდებლო მიმართულებები, ევროპასთან ინტეგრაციის მიმართულება, შესაბამისი დირექტივების დანერგვა. ასევე საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პოზიციონირება, ასევე ჩვენი დროშის ქვეშ მცურავ გემებთან დაკავშირებით ჩვენს რეესტრში რეგისტრირებაზე და შემდგომ უკვე აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხებზე კონტროლის გაწევა.

ეს ყველა ასპექტი დაიფარება. ამ დოკუმენტში ჩაწერილი ზოგიერთი ასპექტის დანერგვა უკვე დავიწყეთ და შესაბამისად თუნდაც ერთი ფანჯრის პრინციპთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, რომ ამ პრინციპის დანერგვის პროცედურები გაზაფხულზე დაიწყება“, - ამბობს თამარ იოსელიანი.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები