საქმე ეხება ნიუ-იორკის სასამართლოში შეტანილ კოლექტიურ სარჩელს, რომლითაც Goldman Sachs-ის ყოფილი თანამშრომლები საინვესტიციო ბანკს უთანასწოროდ მოპყრობაში და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებდნენ. Goldman-ის 2,800-მდე ქალი თანამშრომელი ამტკიცებს, რომ მათი ანაზღაურება და სამუშაო პირობები გაცილებით უარესი იყო, ვიდრე იდენტურ პოზიციაზე დასაქმებული მამაკაცი კოლეგების.
აღნიშნული ბრალდებით Goldman-ის წინააღმდეგ საქმე ჯერ კიდევ 2010 წელს აღიძრა, 2018 წელს კი სასამართლო დავა მასშტაბურ კოლექტიურ სარჩელში გადაიზარდა, რომელში თავის დაცვას საინვესტიციო ბანკი ფაქტობრივად ვერ შეძლებდა, დავის მორიგებით დასრულების გადაწყვეტილებაც Goldman-მა სწორედ ამიტომ მიიღო.
Goldman Sachs-ი მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საბანკო-საფინანსო ორგანიზაციაა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 109 მილიარდ დოლარს შეადგენს. კომპანია მსოფლიოს მასშტაბით 45,000-მდე თანამშრომელს ასაქმებს.
საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.