ამერიკული ავტომწარმოებელმა General Motors– მა კანადაში დაახლოებით 1,200 თანამშრომლის დროებითი განთავისუფლების შესახებ გამოაცხადა. მიზეზი საპროტესტო აქციაში მონაწილეობის მიღება გახდა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო Reuters იუწყება, კანადის ქალაქ ოშაბაში, კომპანიის ოფისში დასაქმებულებმა შტატებში მიმდინარე საპროტესტო აქციებს მხარდაჭერა გამოუცხადეს და გაიფიცნენ, შედეგად General Motors-ის ქარხანა ფაქტობრივად პარალიზებული იყო და წარმოება შეუძლებელი გახდა. ამის შემდეგ, კონცერნმა თანამშრომლების დორებითი დათხოვნის გადაწყვეტილება მიიღო.
აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში კომპანიის დაახლოებით 48,000 მუშა, ხელფასების მომატებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, ორი დღის წინ გაიფიცა, ეს კომპანიიის ისტორიაში, ბოლო 12 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური აქცია იყო.