მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Georgian Airways-მა მილანის მიმართულებით ავიარეისების შესრულება დაიწყო

6495963b09a0d
ვიქტორია მღებრიშვილი
23.06.23 16:56
3306
ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-მა მილანის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების განხორციელება დაიწყო - ინფორმაციას მილანის ბერგამოს აეროპორტი ავრცელებს.

მათი ცნობით, აეროპორტმა დღეს თბილისიდან ქართული ავიაკომპანიის პირველი ხომალდი მიიღო, მილანის ბერგამოს აეროპორტისთვის რიგით 143-ე მიმართულებაა. Georgian Airways-ი 23 ივნისიდან მილანის მიმართულებით ავიარეისებს კვირაში ორი სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს შეასრულებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები