მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Georgian Airways-ს დავალიანების მხოლოდ 10%-ის გადახდა მოუწევს - რეაბილიტაციის გეგმა

6343e90cc827e
მარიამ ვარადაშვილი
10.10.22 13:44
813
თბილისის საქალაქო სასამართლომ Georgian Airways-ის რეაბილიტაციის გეგმა დაამტკიცა, რასაც მანამდე მხარი ავიაკომპანიის კრედიტორებმა დაუჭირეს.

გეგმა ხუთწლიანია და ავიაკომპანიას ვალის გასტუმრება ამ პერიოდში მოუწევს. როგორც BMG-ის კომპანიის ადვოკატმა გიგა ბათლიძემ განუცხადა, რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცების შემდგომ Georgian Airways-ში რეაბილიტაციის რეჟიმი წყდება და ის დამტკიცებული გეგმის მიხედვით აგრძელებს ოპერირებას.

“კომპანია საქმიანობას შეუფერხებლად გააგრძელებს და რეაბილიტაციის დაწყების წინ აღიარებული ვალდებულებების 10%-ით გასტუმრება მოუწევს. ეს ნიშნავს, რომ ვალების 90%-ის ჩამოწერა მოხდა. ამ პირობებს დაეთანახმა კრედიტორების დაახლოებით 90%. შეთანხმება ითვალისწინებს ამ ვალის რესტრუქტურიზაციას და ვალს Georgian Airways ხუთი წლის განმავლობაში დაფარავს. საუბარია დავალიანების 10%-ზე, რაც 17 მლნ ლარს შეადგენს. ყველა კრედიტორი საკუთარი მთლიანი მოთხოვნის 10% მიიღებს”,-აცხადებს ბათლიძე.

Georgian Airways-მა გაკოტრება-რეაბილიტაციის პროცესი გასული წლის ბოლოს დაიწყო. საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ განაცხადს წინ თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება უძღოდა, საიდანაც ირკვევა, რომ ავიაკომპანიას 175 მილიონ ლარზე მეტი დავალიანება აქვს, მისი აქტივების ღირებულება კი მხოლოდ 21.4 მილიონი ლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები