მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Georgian Airways-ს თბილისი-მოსკოვის რეისის ტრანზიტული ფრენებისთვის გამოყენება სურს - RTVI

646f6348c8ed1
მარიამ ვარადაშვილი
25.05.23 17:46
711

Georgian Airways-ი ტრანზიტული ფრენების დაწყებას გეგმავს, რაც რუსეთის მოქალაქეებს თბილისის გავლით ევროპაში მოხვედრის საშუალებას მისცემს. ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელმა თამაზ გაიაშვილმა რუსულ RTVI-ის განუცხადა. როგორც გამოცემა წერს, ამ ეტაპზე ევროპის ხუთ ქალაქში განიხილება ტრაზიტული ფრენები, მათ შორის მილანი, პარიზი, ვენა და სხვა.

“15 ივნისიდან დავიწყებთ და ვნახავთ როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანი მოთხოვნა იქნება. თბილისიდან ფრენა უფრო მოსახერხებელი და სწარფი იქნება, ვიდრე სხვა მიმართულებებიდან. ბუნებრივია, ჩვენ რუსეთთან საჰაერო მიმოსვლას შევინარჩუნებთ”, - ამბობს რუსულ მედიასთან გაიაშვილი და ამატებს, რომ რუსეთ-საქართველოს შორის მგზავრთნაკადი ნელ-ნელა აღდგება. 

ტრანზიტულ ფრენა ტექნიკურად გულისხმობს მგზავრების თბილისის აეროპორტში ჩამოყვანას, ვიზის ფლობის შემთხვევაში კი ევროპის ქალაქების მიმართულებით გაფრენას. ამ ტიპის ფრენის შესრულებას სამოქალაქო ავიაციის ხელისუფლებისგან სპეციალური ნებართვა არ სჭირდება.

10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას საქართველოსთან 2019 წლის ზაფხულიდან გაუქმებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ. ამ დროისთვის მოსკოვი-თბილისის რეისზე ფრენების შესრულების ნებართვა ორ რუსულ და ერთ ქართულ ავიაკომპანიას აქვს. Georgian Airways თბილისი-მოსკოვის მიმართულებით ფრენებს 20 მაისიდან ასრულებს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები