მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Geosoft-ის დახმარებით ციფრული ტრანსფორმაცია კიდევ ერთმა კომპანიამ განიცადა

6190d73fb3e35
მარიამ იზორია
14.11.21 13:27
653
Geosoft-ის სერვისების დახმარებით ციფრული ტრანსფორმაცია კიდევ ერთმა კომპანიამ განიცადა, საუბარია საპროექტო კომპანია Cubicon.ge-ზე, რომელიც კონკრეტული პროექტის კონსტრუქციულ ნაწილზეა პასუხისმგებელი და მომხმარებელს ამ მიმართულებით მომსახურების სრულ პაკეტს სთავაზობს.

როგორც Cubicon.ge-ს ტექნიკური ოპერაციების მენეჯერი ლაშა ფორჩხიძე bm.ge-სთან განმარტავს, Geosoft-თან თანამშრომლობითა და google workspace-ის დანერგვით კომპანიის სამუშაო პროცესი ბევრად უფრო კომფორტული გახდა. მისივე თქმით, Geosoft-ის სერვისების გამოყენებით Cubicon.ge ტექნიკური კუთხით უკვე საკმაოდ კარგ შედეგებზე გავიდა.

„სერვისს, რომელსაც Geosoft-ის პარტნიორობამდე ვიყენებდით, არ გვაკმაყოფილებდა, სამსახურის კომპიუტერის გარდა email-ზე წვდომა არ გვქონდა, არც მასალები იყო დაცული, pop server-ის გამოყენების გამო მუშაობა psd ფაილებით გვიწვედა, რომელიც კომპიუტერში ინახებოდა, შესაძლებელი იყო ფაილები წაგშლოდა და ასე email-ის ისტორია დაიკარგებოდა, ახლა კი მუშაობის პროცესი კომფორტული გახდა, მივლინებაშიც კი შეგვიძლია email-ის შემოწმება, ამასთანავე, Gmail-ის დახმარებით წესების გაწერაც დავიწყეთ, ავტომატურად იფილტრება ვირუსის შემცველი შეტყობინებები, ვაკონტროლებთ და უპასუხოდ არ ვტოვებთ არც ერთ შეტყობინებას, რაც გავლენას კომპანიისა და მომხმარებლის ურთიერთობის ხარისხზე ახდენს. აღსანიშნავია, Geosoft-ის მხარდაჭერაც პარტნიორების მიმართ: თავიდან, როცა მათი სერვისები ჩვენთვის სიახლე იყო, უამრავი შეკითხვა გვიჩნდებოდა, Geosoft-ის გუნდი კი მაქსიმალურად გვეხმარებოდა, ეს უმნიშვნელოვანესია, რადგან რაც არ უნდა მაღალი ხარისხის იყოს კომპანიის პროდუქტი, თუ ე.წ „საფორთი“ არ გყავს, მის გამოყენებას აზრი ეკარგება“ - აცხადებს Cubicon.ge-ს ტექნიკური ოპერაციების მენეჯერი.

ინფორმაციისთვის, Geosoft-ი, რომელიც google cloud-ის ოფიციალური პარტნიორია, მათი სერვისებით მცირე და საშუალო ბიზნესების საქმიანობის პროცესს უფრო მოქნილს ხდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები