გერმანიაში ფერმერთა პროფკავშირების ორგანიზებით, მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა. სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულებმა ბერლინსა და ბონში მასშტაბური მიტინგებით ხელისუფლების აგროპოლიტიკა გააკრიტიკეს.
აქციის მონაწილეების პროტესტი და უკმაყოფილება გამოიწვია მთავრობის მხრიდან აგრარული სექტორის უმნიშვნელო დახმარებამ, რომელიც მიმდინარე ზაფხულს გვალვის შედეგად მძიმედ დაზარალდა.
როგორც გერმანული მედია იუწყება, აქციაში 1000-ზე მეტი ტრაქტორი და სხვა სახის სოფლის მეურნეობის ტრანსპორტი მონაწილეობდა. მსვლელობა ბრანდენბურგის ფედერალური მიწიდან ბერლინის ცენტრისკენ გადაადგილდებოდა, რამაც ცენტრალურ მონაკვეთებზე საცობები წარმოქმნა.