მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“გერმანელს ბინა $600-ად ჰქონდა ნაქირავები, მფლობელმა რუსების მოლოდინის გამო ფასი გაუორმაგა" - “ჯეო რეალთი”

62612f99bd290
ლიკა გურაბანიძე
22.04.22 00:03
1232
“რუსეთ-უკრაინის ომს, საქართველოში ბინების ფასების ზრდაში ლომის წვლილი აქვს” - ასეთია უძრავი ქონების სააგენტო “ჯეო რეალთის” დამფუძნებლის, მაია გამზარდიას კომენტარი, რომელმაც ბოლო თვენახევარში ბინების გაქირავებაზე მომატებულ ფასებზე ისაუბრა.

ის აღნიშნავს, რომ დღეს რუსი და ბელარუსი ტურისტების შემოდინება თვე ნახევრის წინანდელის მსგავსად უკონტროლო აღარაა, თუმცა ფასები ომამდე დადგენილს ვეღარ უბრუნდება. კომპანიის ხელმძღვანელს, ორი კონკრეტული შემთხვევა მოჰყავს, როდესაც ბინებში ამ დრომდე მცხოვრებ პირებს, მისმა მფლობელებმა ფასები გაუზარდეს, ხოლო ისინი იძულებული გახდნენ ახალი საცხოვრებელი ეძებონ, თუმცა ბაზარზე მომატებული ფასების გამო ახლა ეს პრობლემაა.

“სამი წელია საქართველოში გერმანელი მოქალაქე ცხოვრობს, რომელსაც ბინა $600-ად ჰქონდა ნაქირავები, მესაკუთრემ მას ფასი გაუორმაგა. ახლა ახალ ბინას ეძებს, რაც მისთვის პრობლემაა, რადგან ქვეყანაში ქირაზე ფასები ზოგადად მომატებულია. საქართველოში ბინების გამქირავებლებს, პერსპექტივაში რუსი დამქირავებლების მოლოდინი აქვთ.

მეორე შემთხვევა ასეთია, ადამიანს, რომელსაც $1 300-ად ჰქონდა ბინა ნაქირავები, მფლობელმა ღირებულება $2 000-მდე გაუზარდა.” - განმარტა გამზარდიამ.

ცნობისთვის, TBC Capital-ის კვლევის მიხედვით, თბილისში უძრავი ქონების ქირის ფასი მარტში, თებერვალთან შედარებით, 20,1%-ით გაიზარდა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები