მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანიაში მატარებლის ბილეთებზე შემცირებულმა გადასახადმა მგზავრთა ნაკადი 25%-ით გაზარდა

გერმანიის რკინიგზა

სათბურის აირების შემცირებისთვის ხელმისაწვდომი საზოგადოებრივი ტრანსპორტის არსებობა ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. გერმანიის მაგალითი კი ამ მოსაზრებას სტატისტიკითაც ამყარებს. 

გერმანიის ეროვნულმა რკინიგზამ ერთთვიანი აბონემენტის ღირებულება €49-თი განსაზღვრა, რამაც მგზავრთა ნაკადის 25%-იანი ზრდა გამოიწვია.

აბონემენტი “D-Ticket” პირველად მაისში გამოჩნდა, ის მგზავრებს საშუალებას აძლევს ულიმიტოდ გადაადგილდნენ ადგილობრივი ავტობუსებითა და ლოკალური თუ რეგიონული ტრანსპორტით, მათ შორის, მატარებლებით. გერმანიის ტრანსპორტის მინისტრის შეფასებით, აბონემენტები ქვეყნისათვის წარმატებული სვლა აღმოჩნდა.

როგორ შეცვალა სამგზავრო ბილეთმა მგზავრობის ჩვეული რუტინა?

როგორც აღმოჩნდა, 1-ლი მაისიდან მოყოლებული, გერმანელები თავიანთ აბონიმენტებს გრძელ მარშრუტებზე გადაადგილებისთვის იყენებენ. ზაფხულის განმავლობაში კი სხვადასხვა მთისა თუ ბარის კურორტები განსაკუთრებით პოპულარული ხდება. ახალმა აბონემენტმა გერმანელებს საშუალება მისცათ, საკუთარი შვებულებები უფრო ეკო-მეგობრულად გამოეყენებინათ და პირადი ავტომობილების ნაცვლად საზოგადოებრივი ტრანსპორტით ემოგზაურათ. 

მიუხედავად იმისა, რომ აბონემენტები ჯერ მხოლოდ სამი თვეა, რაც გამოიყენება და სტატისტიკურ სურათს სრულად არ იძლევა, ცალსახაა, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა ნაკადი გაიზარდა და სატრანსპორტო კომპანიამ თითქმის მილიონი ახალი მომხმარებელი შეიძინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები