მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანიის ეკონომიკა რეცესიისთვისაა განწირული - Deutsche Bank-ის CEO

63185675ed2e6
გიორგი თოლორდავა
07.09.22 12:33
2738
ევროპის მასშტაბით მიმდინარე მწვავე ეკონომიკური კრიზისისა და მკვეთრად გაზრდილი ინფლაციის ფონზე, გერმანიის ეკონომიკა გარდაუვალი რეცესიისთვისაა განწირული - ამის შესახებ პროგნოზს Deutsche Bank-ის აღმასრულებელი დირექტორი კრისტიან სევინგი ავრცელებს.

უმსხვილესი ევროპული ბანკის ხელმძღვანელის განცხადებით, ენერგორესურსების ფასები მომავალი წლის განმავლობაშიც მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის ფონზე კი, ინფლაციური ზეწოლა და საწარმოო აქტივობის შემცირება გერმანიის მთლიანი პროდუქტის შემცირებას გამოიწვევს.

„ენერგორესურსების მაღალი ფასებისა და მიწოდების ჯაჭვების შეზღუდვის გამო, ჩვენ ვეღარ შევძლებთ გერმანიაში რეცესიის თავიდან არიდებს“, - განაცხადა კრისტიან სევინგმა.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად გერმანიის უმსხვილესი გაზსადენი Nord Stream 1 რუსული Gazprom-ის მიერ შეჩერებულია, მისი აღდგენის თარიღი კი ჯერაც უცნობია.

Deutsche Bank-ის პროგნოზს იზიარებს ამერიკული საინვესტიციო ბანკი Goldman Sachs-იც, რომელიც ვარაუდობს, რომ ევროპის მასშტაბით ენერგეტიკული კრიზისი 4-5 წლის განმავლობაში გაგრძელდება, წამყვანი ეკონომიკები კი, კერძოდ, გერმანია, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი რეცესიის თავიდან არიდებას ვერ შეძლებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები