მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის €24-მილიონიანი გრანტი დაცულ ტერიტორიებს მოხმარდება

62a36ecfa6675
BM.GE
10.06.22 20:56
746
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკს (KfW) შორის ახალი საგრანტო ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

ხელშეკრულება "ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება საქართველოში“ ითვალისწინებს 24 მლნ. ევრომდე მოცულობის გრანტის გამოყოფას, რომელიც დაცული ტერიტორიების შექმნისა და გაფართოების ხელშეწყობას მოხმარდება, ასევე, აჭარის სატყეო სექტორის შესაძლებლობების გაძლიერებას მომდევნო 6 წლის განმავლობაში.

„ეს ექვსწლიანი ახალი პროგრამა არის უმნიშვნელოვანესი ახალი ეტაპი იმისთვის, რომ საქართველოში ბიომრავალფეროვნების დაცვის სტანდარტები კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროპულ და თანამედროვე სტანდარტებს. უმნიშვნელოვანესია ყველა ღონისძიება, რომელიც პროექტით არის გაწერილი და უმნიშვნელოვანესია ის, რომ ამგვარი პროექტებით ქართული მხარე იზიარებს ევროპულ და რაც ყველაზე მთავარია, გერმანულ გამოცდილებას, თუ როგორ უნდა იმართოს დაცული ტერიტორიები, სატყეო მიმართულება და ბიომრავალფეროვნება როგორ უნდა იქნეს დაცული. როგორ უნდა მოხდეს რიგ შემთხვევაში მისი კონსერვაცია. მადლობა გერმანიის მთავრობას, იმ არაერთი დახმარებისთვის, რომელსაც ისინი გვიწევენ საქართველოში ბიომრავალფეროვნების, დაცული ტერიტორიების და სატყეო სექტორის განვითარების კუთხით“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

ხელმოწერის ცერემონიაში მონაწილეობდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში, გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (KfW) საქართველოს პორთფელის წამყვანი მენეჯერი ფრენკ მორში, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ ხახიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები