მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანიის შრომის მინისტრი სახლიდან მუშაობის დაკანონების ინიციატივით გამოდის

5ea6a2c58af7a
ნათია თაქთაქიშვილი
27.04.20 23:15
2461
გერმანიის შრომის მინისტრი ჰუბერტუს ჰეილი ინიციატივით გამოდის, რომ გერმანიაში სახლიდან მუშაობა დაკანონდეს, მას შემდეგ რაც კორონავირუსი დასრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მინისტრის თქმით, ადამიანებს, რომლებსაც სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე დისტანციურად მუშაობა შეუძლიათ, სახლიდან მუშაობის შესაძლებლობა არა მხოლოდ პანდემიის დროს, არამედ შემდეგაც უნდა ჰქონდეთ.

„ჩვენ ამ პანდემიაში ვსწავლობთ, რა რაოდენობის საქმის გაკეთებაა შესაძლებელი დისტანციურად“, – განაცხადა მინისტრმა.

მინისტრის თქმით, მოსახლეობას უნდა ჰქონდეს არჩევანი, სად ურჩევნია მუშაობა – ოფისში თუ საკუთარ სახლში, ან კვირაში რამდენიმე დღე სახლში.

გერმანიის შრომის მინისტრის განცხადებით, ის შესაბამის კანონპროექტს წლის ბოლოსთვის წარადგენს.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად გერმანიაში დასაქმებულთა 25%-ი სახლიდან დისტანციურად აგრძელებს მუშაობას და შედეგებიც აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები